15.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მაისი 18, 2026
banner

არაბთა გაერთიანებული საამიროები: ჰორმუზის სრუტის საკითხზე ირანის ნდობა არ შეიძლება

არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტის მრჩევლის, ანვარ გარგაშის განცხადებით, ჰორმუზის სრუტის საკითხზე ირანის ნდობა არ შეიძლება.

მისი თქმით, ირანის მიერ მეზობლების წინააღმდეგ ჩადენილი სასტიკი აგრესიის შემდეგ, არცერთი ცალმხრივი ირანული შეთანხმება არ შეიძლება, იყოს სანდო.

„ჰორმუზის სრუტის გარშემო განხილვებისას კოლექტიური საერთაშორისო ნება და საერთაშორისო სამართლის ნორმები მიიჩნევა როგორც თავისუფალი ნავიგაციის მთავარი გარანტი ამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საზღვაო გზაზე, რაც ემსახურება რეგიონისა და გლობალური ეკონომიკის სტაბილურობას ომისშემდგომ პერიოდში. და, რა თქმა უნდა, არცერთ ცალმხრივ ირანულ შეთანხმებას არ შეიძლება, ვენდოთ ან დავეყრდნოთ, ირანის მიერ ყველა მეზობლის წინააღმდეგ ჩადენილი სასტიკის აგრესიის შემდეგ“, – წერს ანვარ გარგაში სოციალურ ქსელში.

banner
წინა სტატიაშითიბისი კაპიტალმა უზბეკეთის საინვესტიციო გარემოს შესახებ მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
შემდეგი სტატიაკურიერები და ტაქსის მძღოლები თბილისში საპროტესტო მსვლელობას მართავენ