21.8 C
Tbilisi
პარასკევი, მაისი 15, 2026
banner

არაბთა გაერთიანებული საამიროები: ჰორმუზის სრუტე ირანის უფლებამოსილების ქვეშ არასდროს ყოფილა

არაბთა გაერთიანებული საამიროების მრეწველობის მინისტრი და აბუ დაბის სახელმწიფო ნავთობკომპანიის ხელმძღვანელი სულთან აჰმედ ალ-ჯაბერი სოციალურ ქსელში წერს, რომ ჰორმუზის სრუტე არც არასდროს ყოფილა ირანის უფლებამოსილების ქვეშ.

„ამის ნებისმიერი მცდელობა არ არის რეგიონული საკითხი. ეს არის გლობალური ეკონომიკური სიცოცხლის შეფერხება და პირდაპირი საფრთხე ყოველი ქვეყნის ენერგეტიკული, სასურსათო და ჯანდაცვის უსაფრთხოებისთვის“, – წერს ალ-ჯაბერი.

არაბთა გაერთიანებული საამიროების მრეწველობის მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ მსგავსი პრეცედენტის შექმნა უკანონო, საშიში და მიუღებელია და მსოფლიომ ეს არ უნდა დაუშვას.

banner
წინა სტატიაშიტრამპის განცხადებით, აშშ აპირებს დაიწყოს ყველა გემის ბლოკირება, რომელიც ცდილობს ჰორმუზის სრუტეში შესვლას ან მის დატოვებას
შემდეგი სტატიაუნგრეთის არჩევნებში 15:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ 66.01% შეადგინა