21.8 C
Tbilisi
შაბათი, სექტემბერი 5, 2026
banner

არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა ირანთან ვაჭრობა და ფინანსური ტრანზაქციები შეაჩერა

არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა ირანთან ყველანაირი ვაჭრობა და ფინანსური ტრანზაქციები შეაჩერა.

ამის შესახებ ინფორმაციას არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო უწყების პრესსპიკერი, აფრა ალ ჰამელი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

მისი თქმით, არაბთა გაერთიანებული საამიროები ირანთან ყველანაირ ვაჭრობას, კომერციულ გაცვლებსა და ფინანსურ ტრანზაქციებს “შემდგომ შეტყობინებამდე” აჩერებს.

“რეგიონული ესკალაციების ფონზე, რომელიც ძირს უთხრის რეგიონულ და საერთაშორისო მშვიდობასა და უსაფრთხოებას, ყველანაირი ვაჭრობა, კომერციული გაცვლები და ფინანსური ტრანზაქციები ირანთან შეჩერებულია შემდგომ შეტყობინებამდე”,
– წერს ალ ჰამელი.

გადაწყვეტილება მას შემდეგ არის მიღებული, რაც არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა განაცხადა, რომ ორი ბალისტიკური რაკეტა, რომლებიც “მიზანში იღებდნენ საზღვაო ნავიგაციას” ზღვაში ჩავარდა. ირანი უარყოფა რაკეტების გაშვებას.

banner
წინა სტატიაშისენაკის სასამართლომ 13 წლის მოსწავლის მიმართ გარყვნილ ქმედებაში ბრალდებულ ქორეოგრაფს 11 წლით პატიმრობა მიუსაჯა
შემდეგი სტატიაარასრულწლოვნების მიმართ გარყვნილი ქმედების ჩადენის ფაქტზე ბრალდებულ ცეკვის მასწავლებელს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა