არაბეთის გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტი გარდაიცვალა

არაბეთის გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტი და მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი მონარქი ხალიფა ბინ ზაიდ ალ ნაჰიანი 73 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ საპრეზიდენტო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს.

„საპრეზიდენტო საქმეთა სამინისტრო უსამძიმრებს არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში, არაბული და ისლამური ქვეყნების ხალხს, არაბეთის გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტის, მისი აღმატებულება შეიხ ხალიფა ბინ ზაიდ ალ ნაჰიანის გარდაცვალების გამო“, – ნათქვამია განცხადებაში.

ქვეყანაში 40-დღიანი გლოვა გამოცხადდება.

banner
წინა სტატიაშისახელმწიფო ვალთან დაკავშირებით საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თემატური მოკვლევის ჯგუფის გასვლითი შეხვედრა გაიმართა
შემდეგი სტატიაკიევში რუსი ჯარისკაცების მხრიდან ომის დანაშაულზე პირველი სასამართლო პროცესი მიმდინარეობს