არაბებმა “აბუ ივანკა” ტრამპს სირიის დარტყმების გამო შეაქეს

არაბები სოციალურ ქსელში აშშ-ს პრეზიდენტს დონალდ ტრამპს სირიის აეროპორტზე ავიადარტყმების გამო მადლობას უხდიან და აქებენ – “ბიბისი” წერს. არაბული ქვეყნების მადლიერმა მოქალაქეებმა ტრამპს “აბუ ივანკა” (“ივანკას მამა”) და “აბუ ივანკა ალ-ამერიკი” (“ივანკას მამა ამერიკიდან”) შეარქვეს – ზოგიერთმა მათგანმა ტრამპს წვერებიც გაუკეთა. მათი თქმით, ბარაკ ობამასაგან განსხვავებით აშშ-ს ახლანდელი პრეზიდენტი სიტყვას ასრულებს და მას ოპონენტების არ ეშინია.

banner
წინა სტატიაში(ფოტო) რეჯეფ ტაიპ ერდოღანი დაღუპული 9 თვის ტყუპი ბიჭების მამას შეხვდა
შემდეგი სტატიააფხაზი მომლოცველები ისრაელს ეწვივნენ