არაადეკვატური იყო რეაქცია იმ დოკუმენტის მნიშვნელობისა, რაც მას რეალურად ჰქონდა – თურნავა “ანაკლიის კონსორციუმს” პასუხობს

ეკონომიკის მინისტრი ამბობს, რომ ფოთის პორტის მშენებლობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით, ანაკლიის კონსორციუმის რეაგირება არაადეკვატური იყო. განცხადება მინისტრმა “კურიერთან” გააკეთა.

თურნავამ საკუთარი უწყების სკანდალზე, კიდევ ერთხელ ისაუბრა და თქვა, რომ ფოთის ახალი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის ნებართვა, მისი თანხმობის გარეშე გაიცა. მინისტრის თქმით, მომხდარზე უკვე მიმდინარეობს შიდა მოკვლევა.

„დღეს მივეცი განკარგულება და შიდა მოკვლევა ამ საკითხზე მიმდინარეობს. თუ რატომ მოხდა ასე, რომ ამდენად მნიშვნელოვანი პროექტთან მიმართებაში, თუმცა, არც ისე მნიშვნელოვანი დოკუმენტი, ეს წინარე მოხმარების დოკუმენტი ისე, რომ მინისტრი არ იყო საქმის კურსში. თვითონ დოკუმენტი, როგორც მოგახსენეთ არ იყო სამშენებლო ნებართვა და თვითონ გადაჭარბებულია რეაქცია, რაც იგივე ინვესტორმა ამის ირგვლივ აჟიოტაჟი ატეხა, ესეც აზიანებს ანაკლიის პროექტს. აშკარად, არაადეკვატური იყო რეაქცია იმ დოკუმენტის სტატუსისა და მნიშვნელობისა, რაც მას რეალურად ჰქონდა

გაცემული დოკუმენტი, რომელიც უკვე გაუქმდა, არ იყო სამშენებლო ნებართვა, შესაბამისად, პროექტის დაწყებაზე, მშენებლობის დაწყებაზე ვერ იქნებოდა ვერანაირად საუბარი. ეს იყო რაღაც წინარე დოკუმენტი, რომელიც ამასთან ერთად დარღვევითაც იყო გაცემული და უკვე გაუქმებულია და არ ყოფილა შეთანხმებული ჩემთან,“ – ამბობს თურნავა.

banner
წინა სტატიაშიპრემიერი პარლამენტშია – ბახტაძე საკანონმდებლო ორგანოში ეკონომიკის მინისტრთან ერთად მივიდა
შემდეგი სტატია„ფუკასავით აგვაცალეს მთელი მერია ცხვირწინ, ბათუმელები არ იმსახურებდნენ ამას” – ქამადაძე