“არა თავისუფლებას,” “ძალაც და უფლებაც ოლიგარქს” – საპროტესტო ლოზუნგები თბილისის ქუჩებში

“უფრო მორჩილი სასამართლო,” “არა თავისუფლებას,” “ძალაც და უფლებაც ოლიგარქს,” – დედაქალაქის უბნებში, ხიდებზე ამ შინაარსის პოსტერები გამოჩნდა. სამოქალაქო აქტივისტებმა ლოზუნგებით ის პოლიტიკა გააპროტესტეს, რომელსაც ხელისუფლება ატარებს. მათ, ამ ხერით საკუთარი უკამყოფილება საჯაროდ გამოხატეს და თბილისის ქუჩებში ბანერები გამოფინეს.

პროტესტი კლუბ „ბასიანსა“ და „გალერიში“ ერთი წლის წინ განვითარებულ მოვლენებსაც ეხებოდა.

„2018 წლის 12 მაისს საქართველოს ხელისუფლებამ იარაღი მიუშვირა თავისუფალ სივრცეებში საცეკვაოდ შეკრებილ ადამიანებს და ამის პასუხად ათიათასობით გულანთებული ადამიანის ერთობა მიიღეთ. თქვენ რა თქმა უნდა ბოდიში უნდა მოგეხადათ. თქვენი ბოდიში მიღებულია არა იმიტომ, რომ დავიჯერეთ მისი გულწრფელობის, ან გვგონია, რომ ეს ბოდიში რამეს შეცვლიდა, ან ამაზე უარესი არაფერი გიქნიათ, ან ვენდეთ დაპირებებს (ჩვენ უკვე დიდი ხანია აღარ გენდობით თქვენ), დიდი ხანია ბოდიში გაქვთ მოსახდელი საზოგადოებისთვის, იმ ყველაფრის გამო, რაც ამ წლებში დაგვმართეთ,“ – ნათქვამია სამოქალაქო აქტივისტების მიერ, სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში.

საპროტესტო შინაარსის ბანერები ხიდებზე დიდხანს არ გაუჩერებიათ და როგორც სამოქალაქო აქტივისტები აცხადებენ, მათთვის უცნობია თუ ვინ ჩამოხსნა ისინი.

banner
წინა სტატიაში“ის თამაშობს ხელისუფლების თამაშს და სწორედ იქითკენ მიდის გარემოებები, რომ დადგეს ნიკა გვარამიას გადაყენების საკითხი”
შემდეგი სტატიავაზიანის საველე წვრთნების ბაზაზე საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურე გარდაცვლილი იპოვეს