არა სალომე ზურაბიშვილს! – სამხედროები “ოცნების” კანდიდატის წინააღმდეგ

არა სალომე ზურაბიშვილს! – ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატის წინააღმდეგ სამხედროთა ნაწილი ერთიანდება. სამხედროთა ნაწილი ამჯერად ოზურგეთში ზაზა დამენიას საფლავთან შეიკრიბა და კიდევ ერთხელ განმარტა თუ რატომ არის მათთვის სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურა მიუღებელი.

„ჩვენ საქართველოს შეიარაღებული ძალების თადარიგის სამხედრო მოსამსახურეები საქართველოს ეროვნული გმირის, ზაზა დამენიას ქალაქიდან ვუერთდებით გენერალ დევი ჭანკოტაძის მიმართვას და ვაცხადებთ, რომ შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად არ ავირჩევთ მოღალატე სალომე ზურაბიშვილს,“-განაცხადა უფროსმა ლეიტენანტმა ზურაბ ჯიბუტმა.

სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ კამპანია რამდენიმე კვირაა მიმდინარეობს. კამპანიაში უკვე ასეულობით სამხედროა ჩართული. ისინი საკუთარ პოზიციას საჯაროდ გამოხატავენ. ვრცელდება ვიდეო მიმართვები და საჯარო განცხადებები. პროტესტის მიზეზი კი ზურაბიშვილის მიერ 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებები გახდა.

“ქართული ოცნების” საპრეზიდენტო კანდიდატმა არაერთხელ თქვა, რომ 2008 წელს ომი საქართველოს ხელისუფლებამ დაიწყო და საკუთარი მოქალაქეები დაბომბა.

banner
წინა სტატიაშითიბისი ბანკის ბიზნესდაჯილდოება 2018-ის ფინალისტები გამოვლინდნენ
შემდეგი სტატიაპროკურატურა უვადო პატიმრობამისჯილ ლადო გრიგალაშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს