“არა რუსულ კანონს!” – რუსთაველის გამზირი დღესაც გადაიკეტა

რუსთაველის გამზირზე რუსული კანონის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ახალგაზრდებმა გამზირი დღესაც გადაკეტეს.

ამ დროისთვის ისინი მსვლელობას იწყებენ თბილისის უზენაესი სასამართლოს მიმართულებით.

გუშინ, 20 აპრილს რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირიდან ორბელიანის სასახლისკენ მსვლელობა გამართეს. ამის შემდეგ მათ მსვლელობით მთავრობის ადმინისტრაციასთან გადაინაცვლეს.

15 აპრილიდან თბილისში რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციები ყოველდღიურად იმართება. აქციის მონაწილეები ხელისუფლებისგან კანონპროექტის უკან გაწვევას მოითხოვენ.

17 აპრილს, ქართლმა ოცნებამ რუსულ კანონს I მოსმენით მხარი დაუჭირა. კანონპროექტს მხარი 83-მა დეპუტატმა დაუჭირა.

banner
წინა სტატიაშისასულიერო პირმა აქციის მონაწილეებს აგინა (ვიდეო)
შემდეგი სტატიააქციის მონაწილეები უზენაესი სასამართლოს შემდეგ მსვლელობით ოცნების ოფისთან მიდიან