“არა რუსულ კანონს”- ლოს-ანჯელესში, მალტასა და ბერლინში საპროტესტო აქციები გაიმართა

რუსული კანონის საწინააღმდეგო პროტესტი ამერიკის შეერთებულ შტატებშიც გრძელდება. ლოს-ანჯელესში ემიგრანტებმა მსვლელობა მოაწყვეს და “ქართული ოცნების” ხელისუფლებას შეახსენეს, რომ რუსული კანონი ევროპისკენ მიმავალი საქართველოს არჩევანი არ არის. საპროტესტო აქცია გამართეს ბოსტონში მცხოვრებმა ქართველებმაც.

ემიგრანტებმა რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია გამართეს ბერლინშიც, საქართველოს საელჩოსთან. როგორც ისინი ამბობენ, ხელისუფლება ჯერჯერობით უკან არ იხევს, ამიტომ, ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვა ყველას ვალია. “არა რუსულ კანონს,” – სკანდირებდნენ აქციის მონაწილეები.

“ჩვენ ვართ ბევრნი და გვაქვს საღი აზრი. ჩვენ თვალში ნაცრის შეყრა ვერ წაგვაქცევს. მით უმეტეს, ისეთი ნაცრის, რომლის შეყრასაც თქვენ კადრულობთ…თქვენ ხართ გავრილოვისთვის წითელი ხალიჩის დამგებლები, თქვენ ხართ სულით ღარიბი ხალხი, რომლებმაც წამიერი მატერიალური კეთილდღეობის გამო ქვეყანას მტერს აბარებთ. ასეთ გამყიდველებთან დარჩებით ისტორიაში,” – ამბობს ბერლინის აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

მალტის პარლამენტის წინ შეიკრიბნენ მალტაში მცხოვრები ქართველებიც და მათაც რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღება გააპროტესტეს. “კი ევროპას, არა რუსულ კანონს” – ეს საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების მთავარი სათქმელია.

“ძალიან ვამაყოფთ ჩვენი თანამემამულეებით…დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ გავიმარჯვებთ და რუსული კანონი იქნება უკან წაღებული,” – ამბობს ერთ-ერთი ემიგრანტი.

banner
წინა სტატიაშიEBA-ს მიმართვა პაპუაშვილს
შემდეგი სტატია83 მონა, მოღალატე, იუდა-თბილისის ქუჩებში ახალი წარწერები გამოჩნდა