“არა რუსულ კანონს” – ამ შეძახილების ფონზე დაიწყო პრემიერმინისტრის სიტყვით გამოსვლა ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე. დარბაზიდან რამდენიმე ადამიანი სკანდირებდა ფრაზას – არა რუსულ კანონს.
ღონისძიება ექსპო ჯორჯიაში იმართება. კობახიძემდე მოქალაქეებს და მთავრობის წარმომადგენლებს სიტყვით ევროკავშირს ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ მიმართა.