„არა რუსულ დიქტატურას“, „ვითხოვთ ახალ არჩევნებს“, „თავისუფლება პოლიტპატიმრებს“ – რუსთაველის გამზირი გადაკეტილია

"პუბლიკა"

„არა რუსულ დიქტატურას“, „ვითხოვთ ახალ არჩევნებს“, „თავისუფლება პოლიტპატიმრებს“, – ამ სლოგანით რუსთაველის­ გამზირზე, პარლამენტთან საპროტესტო აქცია დაიწყო.

ამ წუთებში რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა გადაკეტილია.

მოქალაქეები პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მისვლამდე ორ ლოკაციაზე – ევროპის მოედანზე და მთავრობის ადმინისტრაციასთან შეიკრიბნენ. უწყვეტი პროტესტის მე-80 დღესაც მოთხოვნა უცვლელია – ხელახალი არჩევნების დანიშვნა და აქციაზე დაკავებულთა გათავისუფლება. საპროტესტო აქციაზე საქართველოსა და ევროკავშირის ჰიმნები შესრულდა.

აქციის მონაწილეებს სხვადასხვა წარწერებით ბანერები – „რუსეთი ჩვენი საერთო მტერია“, „ახალ და სამართლიან არჩევნებს ვითხოვთ“, „სიტყვის თავისუფლება არ დათმო“, „თავისუფლება მზია ამაღლობელს და რეჟიმის ყველა ტყვეს“ – უჭირავთ.

banner
წინა სტატიაშისალომე ზურაბიშვილი – საქართველოში ახალი არჩევნების აუცილებლობის შესახებ ჩეხეთის პრეზიდენტთან, პეტრ პაველთან კარგი საუბრი მქონდა
შემდეგი სტატიასაია-ს თავმჯდომარის ინფორმაციით, 2019-2024 წლებში, ადმინისტრაციული პატიმრობა, ჯამში, 7642 პირს შეეფარდა