“არა, რას ამბობ, რომ შევურიგდე, აუცილებლად მომკლავს” – ეს იყო ბოლო სმს, რაც კესარია აბრამიძემ მაია ასათიანს მიწერა.
ტელეწამყვანი სოციალურ ქსელში ვრცელ მიმართვას ავრცელებს, სადაც ყვება, რომ ტრანსგენდერი ქალი ძალადობის მსხვერპლი სისტმატურად იყო.
რატომ არ მიმართა კესარიამ პოლიციას? – ამ კითხვაზე მაია ასათიანს ასეთი პასუხი აქვს, რომ ტრანსგენდერ ქალი არ იყო დარწმუნებული იმაში, რომ პოლიციის ფორმაში გამოწყობილი ადამიანები მას არ დასცინებდნენ და შეურაცხყოფას არ მიაყენებდნენ.
ტელეწამყვანი მიმართვაში ასევე ყვება, როგორ არ ათხოვა კონკურსზე ეროვნული სამოსი ერთ-ერთმა ცნობილმა ბრენდმა და როგორ წავიდა ბრაზილიაში კესარია ლელა წურწუმიას მიერ მიცემული კაბით.
ახლა ვნახე ჩვენი ბოლო მიმოწერა – მწერს, რომ ყოფილი პარტნიორი სთხოვს შერიგებას სიტყვა-სიტყვით ასეთი მესიჯია: “არა, რას ამბობ, რომ შევურიგდე აუცილებლად მომკლავს“. თითოეული თქვენგანი, ვინც ახლა ტირაჟირებთ, რომ ხელისუფლების ჰომოფობიური კანონი აქ არაფერს შუაშია და ეს არის ყოფით ნიადაგზე მომხდარი მკვლელობა, ჩემი აზრით, ხართ მომდევნო დანაშაულის თანამონაწილე.
კესო იყო ძალადობს მსხვერპლი, მძიმე სისტემატური ძალადობის მსხვერპლი, რამდენიმე თვის წინ მას ჰქონდა ტვინის შერყევა და მრავლობითი დაჟეჟილობები და ის ხანგრძლივად მკურნალობდა და ისმის შეკითხვა: რატომ არ მიმართა მან პოლიციას? ძალიან მარტივია ტრანსგენდერი ქალი, როცა სახლიდან გადის ბოლომდე არ არის დარწმუნებული მშვიდობით მივა თუ არა სახლში.
კესო არასდროს იმჩნევდა, იმ უხამს გამონათქვამებს მის მიმართ, შეძახილებს, შეურაცხობელ ნათქვამებს, რომელსაც მიაძახებდნენ ხოლმე და რაც მთავარია, ესენი იყვნენ მამაკაცები. წყევლა- კრულვას ქალების მხრიდან.
კესო გაგიკვირდებათ, მაგრამ ამ ყველაფერს პოზიტიურად უყურებდა, იმიტომ რომ მან ძალიან ბევრი იბრძოდა, რომ ყოფილიყო ისეთი, როგორიც ყველას გვახსოვს: ლაღი, თამამი, ძლიერი და ძალიან ლამაზი ქართველი ქალი. როცა ის ძალადობის მსხვერპლია, ვერ მიმართავს პოლიციას, იმიტომ რომ არ არის დარწმუნებული უფრო უარესი მოძალადე გახდება თუ არა, არ არის დარწმუნებული, თუ დაიცვას მას პოლიციას, არ არის დარწმუნებული პოლიციაში მყოფი მამაკაცები, პოლიციის ფორმაში ჩაცმული ადამიანები ისევ უხამსად, ხომ არ იხუმრებენ მასზე, ისევ ხომ არ დასცინებენ, ისევ ხომ არ მიუთითებენ რომ ის მამაკაცად დაიბადა ოდესღაც.
კესო ამაზე, არასდროს საუბრობდა. ერთია, სეთი შემთხვევა გვქონდა, როცა ის ბარსელონაში მსოფლიოს სილამაზის კონკურსზე საქართველოს წარმომადგენდა ერთ-ერთი დღე იყო ასეთი უნდა სცმოდა ეროვნული სამოსი და ძალიან ცნობილმა ქართულმა ბრენდმა მას ეროვნული სამოსი არ ათხოვა, იმიტომ რომ ჩათვალა, რომ ეს ქართული სამოსის შეურაცხაობა იყო და მერე ლელა წურწუმიამ გაატანა თავისი კაბა. იქ, როცა კითხეს ერთ-ერთმა ესპანურმა არხმა იყო თუ არა ჰომოფობია მის ქვეყანაში, კესომ ინტერვიუში თქვა, რომ მის ქვეყანაში ჰომოფობია არ იყო და საქართველო იყო ძალიან ტოლერანტული ქვეყანა. ძალიან გაკვირვებული ვიყავი და რომ ვკითხე რატომ გააკეთეთო, მითრა, რომ მე ცუდს ჩემს ქვეყანაზე ვერ ვიტყვიო”, – ამბობს მიმართვაში მაია ასათიანი.
ტელეწამყვანი მისი ცხოვრების ყველაზე მძიმე მომენტს იხსენებს, როცა მოდელი მას გვერდით დაუდგა. მაია ასათიანი ხაზს უსვამს, რომ კესარიას საზოგადოების რეაქციის ეშინოდა, ამიტომ პანაშივიდზე არ დადიოდა:
ჩვენ ახლო ურთიერთობა გვქონდა და ჩემი შვილის გარდაცვალების შემდეგ ეს ურთიერთობა სხვანაირი ფორმებით გაგრძელდა. მე ძალიან ცოტა მეგობარი და ახლობელი მყავს, არ ვუშვებ ხოლმე ჩემს ცხოვრებაში ადამიანებს, მაგრამ იყო ერთი ფაქტი, რომელმაც ჩვენ დაგვაახლოვა. ნუცას დაკრძალვაზე მოვიდა კესო, გვერდზე მომიჯდა და მითრა, რომ ცხოვრებაში პირველად ვარ დაკრძალვაზეო და ძალიან გამიკვირდა ბუნებრივია, საქართველოში რანაირად შეიძლება ისე იცხოვრო, რომ დაკრძალვაზე არ წახვიდე და მითრა, რომ მეშინია გამაგდებენო, მაგრამ ამას კესო არასდროს არ მოგიყვებოდათ.
ყველაფერს უყურებდა ძალიან პოზიტიურად, მას ყველაფრად უღირდა ასეთ ლამაზ ქალად ყოფნა, სიცოცხლის ხანგრძლივობის მოკლებაც კი”- დასძინამან.
ჟურნალისტი ხელისუფლების პასუხისმგებლობაზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ მმართველმა პარტია ქვეყანაში გახშირებულ პედოფილიაზე ნაკლლებად რეაგირებს, სამაგიეროდ ებრძვის LGBTQ-ის თემის წარმომადგენლებს:
2 დღის წინ ხელისუფლებამ, უკვე ოფიციალურად დააკანონა, რომ კესოსნაირი ადამიანები საქართველოში არ უნდა არსებობდნენ. ყოველდღე “ქართული ოცნების’’ წარმომადგენლები დადიან კარდაკარ ხვდებიან მოსახლეობას და ქვეყანაში, რომლის გენოციდიც გახიზნულია საზღვარგარეთ და შავ მუშად მუშაობს, ქვეყანაში, სადაც პატარა შვილებს დედები ტოვებენ და საზღვარგარეთაა წლობით მიდიან, რომ შვილები გამოკვებონ, ქვეყანაში, სადაც სიღარიბის ასეთი მაღალი მაჩვენებელია და რაც მთავარია ქვეყანაში, სადაც ასეთი ხშირია პედოფილიის შემთხვევები, დღე არ გადის, რომ არ დაიჭირონ მამა, რომელიც შვილზე სექსუალურად ძალადობდა, არ დაიჭირონ ბაბუა, რომელიც შვილიშვილზე ძალადობდა, არ დაიჭირონ პედაგოგი, რომელიც მოსწავლე გოგონაზე ან ბიჭზე ძალადობდა და ხელისუფლება ამის პრევენციისთვის არაფერს აკეთებს.
თურმე ჩვენი მთავარი მტერი, განსხვავებული ორიენტაციის ადამიანები არიან. თითოეული ეს ადამიანი არის დღეს დაზაფრული, იმიტომ არ იცის ქუჩაში, რომ გავა დღეს დაბრუნდება თუ არა. ყვავილი იყო ჩემთვის კესო, სულ ამ ასოციაციას იწვევდა, ეკლებში ამოსული ბროწეულის ყვავილი და მძიმე დასაჯერებელია ახლა ჩემთვის, გიორგი ლეონიძის არ იყოს ეს ყვავილი აღარ ამშვენებს დედამიწას. ჩვენმა ერთმა მეგობარმა დაწერა წავიდა თავის ცისარტყელასთანო და მჯერა, რომ ნათელი გოგო ახლა ცისარტყელასთანაა. სალომე ზურაბიშვილის სამძიმარს ვკითხულობდი და გულში ვიფიქრე, რომ კესოს ეს ძალიან მოეწონებოდა, კესოსა ძალიან გაუხარდებოდა, რომ საქართველოს პრეზიდენტი მასზე აკეთებს განცხადებას. წაიკითხავდა, მაიკლ როთის გამონათქვამს მის შესახებ და ალბათ იტყოდა ეს ვინაა გოგო?. ასეთი იყო კესო: ლაღი, ნამდვილი გულწრფელი, ლამაზი და პირველი ქართველი ტრანსგენდერი ქალი, რომელმაც ღიად დაიწყო ბრძოლა საკუთარი თავისთვის და ის ყოველთვის იქნება პირველი. მადლობა ყველას სამძიმრისთვის”- დასძენს ტელეწამყვანი.
ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული ბექა ჯაიანი გვიან ღამით, ქუთაისის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. “პირველებისთვის მოწოდებული ინფორმაციით, ბრალდებული ქვეყნის დატოვებას ცდილობდა.
ბექა ჯაიანს ბრალს ოფიციალურად ხვალ წაუყენებენ.