არა ოკუპანტის ამნისტიას – 20 ივნისს გავრიგლოვის ღამის დაზარალებულები აქციას გამართავენ

“გავრილოვის ღამეს” დაზარალებულები 20 ივნისს, 17:00 საათზე საქართველოს პარლამენტთან აქციას აანონსებენ. ამის შესახებ მათ სპეციალური განცხადება გაავრცელეს. ორგანიზატორები აქტიურ სამოქალაქო ჯგუფებს აქციის ორგანიზების პროცესში ჩართვისა და თანამშრომლობისკენ მოუწოდებენ.

“2021 წლის 20 ივნისს ორი წელი გადის ანტისაოკუპაციო აქციიდან, რომელიც ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისა და ღირსებისთვის შემლახველ ფაქტს, ოკუპანტი ქვეყნის დეპუტატის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე ჩაჯდომას მოჰყვა.

ეს აქცია სასტიკად იქნა დარბეული ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლების მიერ უკანონო ბრძანების საფუძველზე. ეროვნული ღირსების დამცველ და ოკუპანტის გამგდებ მშვიდობიან დემონსტრანტებს საათების მანძილზე გამიზნულად ასახიჩრებდნენ, თხრიდნენ თვალებს და აყენებდნენ სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიშ დაზიანებებს.

დღეს, როდესაც საქართველოს პარლამენტში დარეგისტრირებულია ორი კანონპროექტი, რომელიც ამ გამოუძიებელ დანაშაულებრივ ფაქტზე ამნისტიას აცხადებს, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვნად მიგვაჩნია სწორედ 20 ივნისს აქციაზე პატრიოტული მოტივით მდგარმა დემონსტრანტებმა კიდევ ერთხელ ვუთხრათ ყველა პოლიტიკურ ძალას ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, რომ 20 ივნისი ვერ გადაიწერება, აქციის დარბევა ოკუპანტის საამებლად არავის შერჩება!” – წერენ აქციის ორგანიზატორები.

banner
წინა სტატიაშიჰარცელი – ვიმედოვნებ, „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილებას მიიღებს
შემდეგი სტატიაწულუკიანი ნინოწმინდაზე – თუ რამე გამოსასწორებელია, უწყებები ეკლესიასთან შეთანხმებით გამოასწორებენ