„არა მხოლოდ დეპუტატებს, ჟურნალისტებსაც და საზოგადოებას სჭირდება ეთიკური სტანდარტები“ – გუგული მაღრაძე

მმართველი გუნდის დეპუტატი გუგული მაღრაძე მიიჩნევს, რომ ეთიკური სტანდარტების დადგენა პარლამენტარების მხრიდან დისკრიმინაციულ და შეურაცხმყოფელ განცხადებებს შეამცირებს. დეპუტატის განცხადებით, ეთიკის კოდექსი საჭიროა როგორც დეპუტატებისთვის, ასევე ჟურნალისტებისა და საზოგადოებისთვის:

„მე ვხედავ საჭიროებას არა მხოლოდ დეპუტატებს, არამედ ჟურნალისტებსაც, საზოგადოების გარკვეულ ნაწილსაც და ყველას სჭირდება, საზოგადოებას საერთოდ სჭირდება ეთიკური სტანდარტები.

სხვადასხვა დისკრიმინაციული გამონათქვამები არ უნდა იყოს, არ უნდა იყოს შეურაცხმყოფელი, არ უნდა იყოს დისციპლინის დარღვევა, რომელიც კანონში არ არის, მაგრამ პარლამენტისგან მოითხოვს საზოგადოება. არ უნდა იყოს ინტერესთა კონფლიქტი, გამოყენება საკუთარი მდგომარეობის, ოჯახის წევრის ან ვინმეს სასარგებლოდ. ლობისტების მუშაობა უნდა იყოს დარეგულირებული,“-განაცხადა გუგული მაღრაძემ.

banner
წინა სტატიაშიჭუბერში სახლების დანგრევის საფრთხე მოხსნილია – სოზარ სუბარი
შემდეგი სტატია“არასრულწლოვნების გამოკითხვის შედეგად, ახალი გარემოებები იკვეთება” – ოთო კახიძე