არა მგონია, ქართველი ხალხის ნება იყოს, ლიბერასტების ჩრდილოვან კაბინეტს გადავცეთ ხელისუფლება – რიჟვაძე

“ყველას კარგად ესმის, პირველ რიგში, ხალხს, რომ რადიკალური ნაწილი ცდილობს, მათ შორის ეს მიმდინარე წარმატებული აღდგენა [ტურიზმის], ნებისმიერი საშუალებით დააზიანონ, გამოიწვიონ გარკვეული უკმაყოფილება მოსახლეობაში, თუმცა ისინი ამ მიზანს ვერ მიაღწევენ და დაბეჯითებით შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ აუცილებლად დავიკავებთ, ჩვენი ქვეყანა, ჩვენს ღირსეულ ადგილს, მათ შორის ევროპულ ოჯახში. თუმცა არა მგონია, ქართველი ხალხის ნება იყოს ან ჩვენი წინაპრების ოცნება, რომ ლიბერასტების ჩრდილოვან კაბინეტს გადავცეთ ხელისუფლება. ასე რომ ყველაფერი მიდის გეგმის შესაბამისად და ამ ქვეყანაში იქნება უზრუნველყოფილი, როგორც მშვიდეობა, ასევე სტაბილური განვითარება”. – თქვა აჭარის მთავრობის ხელმძღვანელმა, თორნიკე რიჟვაძემ.

banner
წინა სტატიაშიმოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას გააკეთოს ყველაფერი სააკაშვილის ჯანმრთელობის დასასტაბილურებლად, ლოგიკური იქნებოდა მკურნალობა ევროპულ კლინიკაში – PACE
შემდეგი სტატიამოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ევროკავშირს კიშინიოვისთვის რუსეთის საწინააღმდეგო სანქციებთან მიერთება არ მოუთხოვია