„არა კრიმინალს“-პროკურატურასთან ცოცხალი ჯაჭვით აქცია გაიმართა

დაკავებულია პროკურატურის მრჩეველი

„არა კრიმინალს“-ამ დევიზით პროკურატურასთან აქცია გაიმართა. თავისუფალი ზონის წევრები სამართალდამცველი უწყებებისგან ეფექტურ მუშაობას მოითხოვენ.

აქციის მოანწილეებმა გაიხსენეს ბოლო პერიოდში თავად სამართალდამცველებზე გახშირებული თავდასხმის ფაქტები და აღნიშნეს, რომ მოსახლეობა თავს უსაფრთხოდ ვერ გრძნობს.

„როგორ უნდა იგრძნოს მოსახლეობამ მშვიდად თავი, როდესაც სამართალდამცველები არიან თვითონ საფრთხეში,“- განაცხადა თავისუფალი ზონის წევრმა, ჯემალ სეფიაშვილმა.

აქციის მოანწილეები განმარტავენ, რომ მათ შსს-ს მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთან დაკავშირებით სტატისტიკური მონაცემების მიწოდება სთხოვეს, თუმცა უწყებისგან პასუხად მიიღეს, რომ ამ ეტაპზე კატეგორიების მიხედვით მონაცემთა აღრიცხვა არ მიმდინარეობს.

თავისუფალი ზონის წევრებმა ცოცხალი ჯაჭვი შეკრეს და მოუწოდეს პროკურატურას რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს კრიმინალური ფაქტების გამოძიება.

banner
წინა სტატიაშიშსს-ს მაშველებმა ქედაში შვლის ნუკრი გადაარჩინეს
შემდეგი სტატია“ყაზტრანსგაზ-თბილისის” ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს