არა” – გეოპოლიტიკურ ეგოიზმს: პოლონეთი ნატოსგან ითხოვს მთავარი შეთანხმების დენონსირებას

http://newsader.com/15971-polsha-trebuet-ot-nato-razorvat-bazo/

http://newsader.com/15971-polsha-trebuet-ot-nato-razorvat-bazo/პოლონეთს განზრახული აქვს „რუსეთ-ნატოს შორის  თანამშრომლობისა და უსაფრთხოების  შესახებ ფუძელდებლური აქტის“ ანულირება, რომელიც გაფორმდა 1997 წელს პარიზში. ამ შემთხვევაში, ვარშავის მთავარი მიზანია, ნატოს სამხედრო ბაზების განლაგება პოლონეთის ტერიტორიაზე, რაც მოსკოვის აზრით, ეწინააღმდეგება ამ დოკუმენტს, წერს გამოცემა Defense News.

ამ გადაწყვეტილებას ლობირებს პოლონეთის საგარეო საქმეთა ახალი მინისტრი ვიტოლდ ვაშჟუხოვსკი, რომელმაც თავის ინტერვიუში ხაზი გაუსვა შეთნხმების გაუქმების სურვილს. მისი აზრით, ეს დოკუმენტი ხელს უწყობს უთანასწორობის გაჩენას ალიანსის ახალსა და ძველ წევრებს შორის.

დოკუმენტის თანახმად, ნატოს უფროს წევრებს „ არ აქვთ არავითარი განზრახვა, არც გეგმა,  არც მიზეზები, რომ განალაგონ ბირთვული იარაღი ახალი წევრების ტერიტორიაზე“, რომელთა რიცხვში შედის ექს-კომუნისტური პოლონეთი. რუსეთი თავის მხრივ, ამ ნორმას  განიხილავს, როგორც „გაფართოვებას“, ასევე ხაზს უსვამს, რომ ეს ნორმა გამორიცხავს მუდმივი ბაზების და ჯარების განლაგებას ბალტიისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში.

ლიბერალური გამოცემის, Gazeta Wyborcza-ს მიერ დასმულ კითხვაზე, სურს თუ არა მას 1997 წელს დადებული შეთანხმების  გაუქმება, ვიშჟუკოვსკი დადებითად პასუხობს:

 

„დიახ, ეს შეთანხმება  პოლიტიკური შინაარსის არის,  იურიდიული ძალა არ აქვს და ხელმოწერილი იყო სხვა საერთაშორისო კონტექსტში“ – ხაზი გაუსვა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. მან ასევე დაამატა, რომ ვარშავა ითხოვს ბლოკის ყველა წევრისთვის, ძველების თუ ახლებისთვის „უსაფრთხოების თანაბარ დონეს“.

„ნატოს არ შეუძლია ქონდეს უსაფრთხოების ორი დონე, კერძოდ: ერთი დასავლეთ ევროპისთვის, სადაც ამერიკული ბაზები, ჯარი და თავდაცვითი ობიექტებია, მეორე კი – პოლონეთისთვის ამ შემადგენელი ელემენტების გარეშე.

პოლონეთი არის რუსეთის მეზობელი და ზუსტად ამიტომ მოვითხოვთ ამას“ – აღნიშნა მან, რითაც მიანიშნა მოსკოვის მხრიდან ბოლო დროს გაზრდილ აგრესიაზე, რომელმაც  მიმდინარე 7 წლის  განმავლობაში სამჯერ დაიწყო ომი სხვადასხვა წერტილებში  – საქართელოში, უკრაინაში, ეხლა სირიელი მეამბოხეების წინააღმდეგ.

ვაშჟუკოვსკი არის პარტიის „სამართალი და სამართლიანობა“ ერთ-ერთი მთავარი ფიგურა. პარტია, მისი თავმჯდომარის, პოლონეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, იაროსლავ კაჩინსკის ხელმძღვანელობით წარმოადგენს ძალას, რომელსაც ხისტი პოზიცია უკავია მოსკოვის წინააღმდეგ. ეს პოზიცია უფრო გამძაფრდა მას შემდეგ, რაც კრემლმა უკრაინის წინააღმდეგ ჰიბრიდული ომი გააჩაღა. აქვე აღვნიშნავთ, რომ ამ ფონზე, 2015 წლის მაისში, ანჟეი დუდა, პარტიის „სამართალი და სამართლიანობის“ სახელით, არჩეულ იქნა პოლონეთის პრეზიდენტად, რომელმაც ხმების 53% მიიღო. სეიმის საპარლამენტო არჩევნებში ამავე პარტიამ ხმების 37% და 235 მანდატი (460-დან) მიიღო. კაჩინსკის პარტიამ, პირველად, პოსტკომუნისტური პოლონეთის ისტორიაში, შეძლო  ერთპარტიული მთავრობის შექმნა. ფაქტიურად, ხელისუფლება დღევანდელ პოლონეთში არის პროამერიკული და ანტირუსული.

ვაშჟუკოვსკიმ გააკრიტიკა გერმანიის პოზიცია, რომელიც  შიშობს მოსკოვთან ურთიერთობების გაფუჭებას პოლონეთში ნატოს ჯარების შესაძლო განლაგების გამო. ბერლინი დღეს რჩება მთავარ წინაღობად ვარშავის მიერ ამ მოთხოვნის რეალიზების გზაზე.

 

„გერმანელებს ჰგონიათ, რომ ამ შეთანხმების დენონსაციის გამო დაიძაბება  ურთიერთობები რუსეთთან. ჩვენ ვეკითხებით: ვისი კომფორტი უფრო გადარდებთ: ნატოს და ევროკავშირის წევრი ქვეყნის თუ სუბიექტის, რომელიც მესამე ომს აწარმოებს: ჯერ საქართველოში, შემდეგ უკრაინაში, ეხლა სირიაში?“ – წამოიძახა ვაშჟუკოვსკიმ.

1999 წელს პოლონეთი, ჩეხეთი და უნგრეთი იყვნენ პოსტკომუნისტური სახელმწიფოდან პირველები, რომლებიც ნატოში გაწევრიანდნენ. შემდეგ ამ ბლოკში შევიდა კიდევ 12 სახელმწიფო, რამაც კრემლის ნეგატიური რეაქცია გამოიწვია და  სადაც დიდი ხანია მოითხოვენ ალიანსის გაფართოვების შეჩერებას.

 

აღსანიშნავია, რომ პოლონეთის პარლამენტის ქვედა პალატამ პრაქტიკულად, ერთხმად დაამტკიცა შეთანხმება, პოლონეთის ჩრდილოეთ ნაწილში აშშ სარაკეტო ბაზის  განთავსების თაობაზე. ამასთანავე, პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჟეი დუდამ მოუწოდა ნატოს, შექმნას ახალი სამხედრო ბაზები აღმოსავლეთ ევროპაში.

ალექსანდრ კუშნარი, Newsader

ნატომ რუსები გარიცხა

NEWSADER -ის ანალიტიკური კომენტარი

Newsader-ის ანალიტიკური განყოფილება სრულად უჭერს მხარს, პოლონეთის ხელისუფლების მოთხოვნას ნატოს სამხედრო ბაზების და ჯარების განლაგებაზე პოლონეთში. ჩვენი მხრიდან დავამატებთ, რომ ეს ნაბიჯი ასევე საჭიროა გადაიდგას აღმოსავლეთ ევროპაში და ბალტიის ქვეყნებშიც. ჩვენ ვაკრიტიკებთ გერმანიის პოზიციას, როგორც  არსებული გამოწვევებისთვის შეუფერებელს, რომელიც ხასიათდება რუსეთის მხრიდან სულ უფრო მზარდი აგრესიით სუსტად დაცული ქვეყნების მიმართ.

ბერლინის უარი,  მისცეს ნატოს საშუალება, გააფართოვოს თავისი ყოფნა პოლონეთში, არის გეოპოლიტიკური ეგოიზმი და თავის დამცირება ვლადიმერ პუტინის წინაშე, რომელიც პრეზიდენტის ნიღაბს ამოფარებული, მალავს თავის კაციჭამია ტირანის სახეს. მოსკოვის დღევანდელ რეჟიმთან ნატო-რუსეთის შეთანხმების მხარდაჭერა იგივეა, რომ გააფორმო „ნატო-სომალის“, „ნატო-ასადის“ ან „ნატო-ირანის“ შეთანხმება, რომლის თანახმადაც, ალიანსი იღებს თავის თავზე ვალდებულებას, არ განათავსოს თავისი ბაზები მოკავშირე ქვეყნების ტერიტორიებზე.

 

როგორც ჩვენი ანალიტიკოსები, ასევე კომენტარების უმრავლესობა ამტკიცებს, რომ კომპრომისების პოლიტიკა რუსეთის პრეზიდენტის მიერ აღიქმება, როგორც სისუსტე, რაც  მას სტიმულს აძლევს,  ჩაიდინოს ახალი საერთაშორისო

 

დანაშაულებები. მაშინ როცა ძალის დემონსტრაცია მას იმ წუთშივე აქცევს მოწყალების მთხოვნელად. ამ თეზისს ემპირიულად ამტკიცებს არა მხოლოდ თურქეთის მიერ თურქეთ-სირიის საზღვარზე  რუსული სუ-24 ჩამოგდება, არამედ რუსეთის სამხედრო ძალის მოჩვენებითი სიძლიერეც.

გასაგებია, ბერლინის წუხილი თავისი ეკონომიური მაჩვენებლების მოსალოდნელი გაუარესების გამო, რაც დაეტყობა გერმანულ ეკონომიკას მოსკოვთან ურთიერთობების გაცივების შემთხვევაში. თუმცა, ჯერ-ერთი, ეს ნაკლებად არის მოსალოდნელი, რადგან გერმანული ბაზარი უპირველესად, სჭირდება რუსეთის საგარეო ვაჭრობის პროფილს, რომელიც შაგრენის ტყავივით სულ უფრო მცირდება. მეორე, მოსკოვს არ აქვს არანაირი რესურსები, განახორციელოს თავისი მუქარები  ევროპის მიმართ, რაც ცხადი გახდა ბოლო თვეებში.  და მესამე, უმთავრესი, გფრ და დასავლეთმა უნდა გადაწყვიტონ, რა არის მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი: მშპ-ს პროცენტების მეათედი წილი  წალიწადში თუ გეოპოლიტიკური პრინციპები, მათ შორის ადამიანური ღირსების, რომლებიც საფუძვლად უდევს ევროატლანტიკურ სივრცეს და განსაზღვრავენ  აზრობრივ-ფასეულობითი ვექტორის სტრატეგიულ  განვითარებას.

 

banner
წინა სტატიაშირუსი დეპუტატი მოუწოდებს თურქეთს, გადასცეს აია სოფიას ტაძარი ქრისტიანებს
შემდეგი სტატიათათარსტანი დამოიკიდებლობის მოთხოვნით გამოდის