არა ძალადობას, მუქარას, შანტაჟს, დევნას – სააპელაციოს მოსამართლე

რუსული კანონის წინააღმდეგ მოსამართლეებიც ერთიანდებიან – თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოქმედი მოსამართლე, ქეთი მესხიშვილი ღიად აპროტესტებს “ოცნების” ინიციატივას.

“არა ძალადობას, მუქარას, შანტაჟს, დევნას” – წერს მესხიშვილი სოციალურ ქსელში და დასძენს, რომ საქართველომ ევროპის დიდ ოჯახში გაერთიანების ისტორიული შანსი არ უნდა დაკარგოს.

მოქმედი მოსამართლე კონსტიტუციურ ორგანოებს ქმედითი და კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს, რომელიც ევროინტეგრაციის გზაზე ქვეყნის განვითარებას უზრუნველყოფს.

ის რაც პოლიტიკის მიღმაა:

კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში ყველა ზომა უნდა მიიღონ ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად (კონსტიტუციის 78-ე მუხლი).

საქართველოს ტერიტორიების ნაწილი ოკუპირებულია რუსეთის მიერ, დღესაც მიმდინარეობს უკანონო ბორდერიზაცია (საქართველოს კანონი „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, 09.09.2024 გადაწყვეტილება ECHR, Application no.39611/18) ამიტომ

კი, ყველა იმ რეფორმას, რომელიც ევროკავშირთან გვაახლოებს და არა, ყველა იმ პროექტს, ინიციატივას, რომელიც ხელს შეუშლის საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციას!

ისტორიული შესაძლებლობა აქვს ქვეყანას და ეს არ უნდა დავუკარგოთ ჩვენს შვილებს!

არა, არა და არა ძალადობას, მუქარას, შანტაჟს, დევნას! – წერს მესხიშვილი.

ქეთი მესხიშვილი, რომელმაც არაერთხელ დააფიქსირა პოზიცია სასამართლო რეფორმის საჭიროებაზე, მათ შორის ხელისუფლების მხრიდან დისკრედიტაციის ობიექტი გახდა.

მესხიშვილი ერთ-ერთია იმ მოსამართლეებიდან, რომელიც ეწინააღმდეგებოდა “ოცნების” კანონპროექტს დისციპლინურ სახდელებთან დაკავშირებით..

banner
წინა სტატიაშიუჩა აბაშიძის ცოლი დააკავეს
შემდეგი სტატიავასო ურუშაძე: წარწერები ჩემი სახლის კედელზე, ალბათ არ იციან ეკლესიას რომ ვაშენებ და სხვა საეკლესიო საქმიანობითაც ვარ დაკავებული