“არა და არასოდეს”, დაახლოებით ეს რიტორიკა ექნება – ხაბეიშვილი ბრეგაძის ბრიფინგზე

რატი ბრეგაძე აქციის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე გააკეთებს ბრიფინგს და იტყვის, რომ არ გადავიყვანთ სააკაშვილს და მოვკლავთ ციხეში – აცხადებს ენმ-ს წევრი ლევან ხაბეიშვილი იუსტიციის სამინისტროს დაანონსებულ ბრიფინგთან დაკავშირებით და ამბობს, რომ განსაკუთრებული მოლოდინი არ აქვს:

“3 საათზე რატი ბრეგაძე მოყვება, ისევე როგორც სალომემ მოყვა, რომ არა და არასოდეს, დაახლოებით ეს რიტორიკა ექნება. ნუ გაქვთ იმედი და ახლა, სამ საათზე ნუ ელოდებით, რომ რაიმე ადამიანურს იტყვიან ესენი იმიტომ, რომ ეს არის რუსული მოქმედებები რასაც ესენი აკეთებენ და უნდა გამოვიდეთ ილუზიებიდან” – ამბობს ხაბეიშვილი “მთავარი არხის” პირდაპირ ეთერში საუბრისას.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ნატოს სამხედრო მედიცინის დახელოვნების ცენტრთან თანამშრომლობის დოკუმენტი გააფორმა
შემდეგი სტატიასამედიცინო ასოციაციების გაერთიანება – მიუღებელია ირაკლი კობახიძის განცხადება, სადაც ის კონსილიუმის წევრი ექიმების მიკერძოებულობასა და მათი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებაზე საუბრობს