არა ჩადებას!!! ვემზადებით სტრასბურგის სასამართლოსთვის და პროტესტის უკიდურესი ფორმისთვის – კილაძე

ჟურნალისტი ელისო კილაძე აცხადებს, რომ მისი შვილი უკანონო პატიმრობაში იმყოფება და დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოთხოვნით პროკურატურას უკვე მიმართა. კილაძე სახალხო დამცველსაც მიმართავს.”ვემზადებით სტრასბურგის სასამართლოსთვის და პროტესტის უკიდურესი ფორმისთვის” წერს ელისო კილაძე “ფეისბუქის საკუთარ გვერდზე”

“გავეცანით ჩემი შვილის საქმის მასალებს,საქმეში დევს მხოლოდ სამი პოლიციელის ჩვენება და არც ერთი სხვა მტკიცებულება,პირადი ჩხრეკის და დაკავების დროს უხეშად დარღვეულია საპროცესო და კონსტიტუციური ნორმები.
საჩივარი უკანონო პატიმრობიდან დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოთხოვნით უკვე შევიტანეთ მთავარ პროკურატურაში,მივმართავთ სახალხო დამცველს.
ვემზადებით სტრასბურგის სასამართლოსთვის და პროტესტის უკიდურესი ფორმისთვის.
არა ჩადებას !!!!!”

banner
წინა სტატიაშიეს არის სახელმწიფობანას ეროვნული თამაში – უსუფაშვილი საკონსტიტუციო ცვლილებებზე
შემდეგი სტატიაცინიკური, ბილწი და შეურაცხმყოფელი მოპყრობა პოლიციის მხრიდან – ომბუდსმენი კილაძის შვილის საქმეზე