“არა ჩადებას” – “ეს პოლიტიკა ხელისუფლებას წაიყვანს მოუსავლეთში”

ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელი ზაზა ხატიაშვილი აცხადებს, რომ სქართელოში არსებული ნარკოპოლიტიკა “ხელისუფლებას წაიყვანს მოუსავლეთში”.

„თქვენთვის ახლა გახდა ცნობილი ჩადებები, მაგრამ ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს ჰქონდა ძალიან ბევრი ინფორმაცია. უბრალოდ ელისო კილაძემ, პრეზიდენტის ქალიშვილმა, გადაწყვიტეს ამის გამომზეურება და ამის შესახებ სამოქალაქო საზოგადოების ინფორმირება. ეს პროცესი დაიწყო განსაკუთრებით საპარლამენტო არჩევნების წინ, ხდებოდა ადამიანების დატერორება, რომლებიც ქართულ ოცნებას არ უჭერდნენ მხარს.

მე ვეუბნები ხელისუფლებას, რომ ეს პოლიტიკა რასაც აწარმოებს შს სამინისტრო, სუს-ი, სადაც ყველა ადამიანი არის დაუცველი, ხელისუფლებას წაიყვანს მოუსავლეთში,“-აცხადებს ზაზა ხატიაშვილი.

“არა ჩადებას!” – ამ ლოზუნგით დღეს, ორთაჭალაში შინაგან საქმეთა სამინისტროსთან საპროტესტო აქცია გაიმართება მას პრეზიდენტის შვილიც დაესწრება.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტის პლენარული სხდომა კვორუმის უქონლობის გამო ვერ გაიხსნა
შემდეგი სტატიასაქართველოში მიწისძვრა მოხდა