“არა ჩადებას!” – აქცია შინაგან საქმეთა სამინისტროსთან

აქციის მონაწილეები ნარკოტიკული საშუალებების ჩადებით მოქალაქეების დაკავებებს გააპროტესტებენ დღეს ორთაჭალაში შინაგან საქმეთა სამინისტროსთან.

“არა ჩადებას!” – ამ მოწოდებით დღეს, საპროტესტო აქციის მონაწილეები ჯიბეებს ამოიკერავენ. აქციის ორგანიზატორები აცხადებენ,რომ პროტესტი პერმანენტული იქნება.

“ეს არის აქცია არა ჩადებას, ეს არის პირველი აქცია, თუმცა აქციები გაგრძელდება, იქნება პერმანენტული, ჩვენ აუცილებლად შევაჩერებთ იმ რეპრესიულ მანქანას და ჩვენ ვიქნებით ის ადამიანები, რომლებიც დავიცავთ სხვის შვილებს, იმიტომ, რომ ჩვენი შვილები უკვე სხედან ციხეში და ძალიან აქტიური სამოქალაქო მოძრაობა დაიწყება,“-განაცხადა ელისო კილაძემ.

banner
წინა სტატიაში“ჩვენ გვინდა საგნობრივი დებატი და არა პოლიტიკური დებატი” – ანა დოლიძე ე.წ. მოსმენების შესახებ კანონზე საუბრობს
შემდეგი სტატიადოკუმენტაციის გაყალბების მცდელობა “რუსთავი 2”-ის საქმეში – ოპოზიციაში ხელისუფლების ინტერესზე საუბრობენ