“არა ბიძინა ივანიშვილს” – “ნაციონალური მოძრაობა” 18:00 საათზე თბილისში შემაჯამებელ აქციას მართავს

“არა ბიძინა ივანიშვილს” – დღეს “ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია” თბილისში, 18:00 საათზე შემაჯამებელ აქციას მართავს. პარტია აქციაზე უხმობს ყველას, ვისთვისაც მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში იყოს დემოკრატია, სამართლიანი სასამართლო, ჯანსაღი ეკონომიკური გარემო.

ენმ მხარდამჭერების ჩამოსვლას რეგიონებიდანაც ელოდება. სამზადისი თავისუფლების მოედანზე ამ წუთებში მიმდინარეობს.

“ჩვენი ქვეყნის მთავარი მოედნიდან გავაფრთხილებთ ივანიშვილს, რომ არ შევარჩენთ არც ერთ გაყალბებულ ხმას. არჩევნების საბოლოო შედეგი, ფაქტობრივად, გადაწყვეტილია – ქართველი ხალხის თავისუფალ ნებას წინ ვერაფერი აღუდგება”, – ამბობს “ნაციონალური მოძრაობის” წევრი, სალომე სამადაშვილი.

პარტიაში ამბობენ, რომ 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგად საქართველომ უნდა მიიღოს ევროპული, მრავალპარტიული ხელისუფლება.

banner
წინა სტატიაშიკახი კალაძე: ქვეყნის მოსახლეობამ უნდა გადაწყვიტოთ, აგრძელებს თუ არა ჩვენი ქვეყანა მშვიდობიან, დემოკრატიულ განვითარებას
შემდეგი სტატიაწალენჯიხის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს