“არ ვტოვებ უმრავლესობას და რა ვქნა ახლა, თუ გინდათ წაგიცეკვებთ”

არ ვტოვებ უმრავლესობას და რა ვქნა ახლა, თუ გინდათ წაგიცეკვებთ – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა ზაზა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„რომ გავრცელდა ინფორმაცია რა ვქნა მე? იმაზე ვაგებ პასუხს, რასაც მე ვამბობ. უმრავლესობის დატოვებას არ ვაპირებ. არავისთან მე ეს არ მითქვამს და არც ინტერვიუ მიმიცია ვინმესთვის. ამიტომ, ეს რომელ კულუარებში ვრცელდება არ ვიცი. ყოველთვის ვცდილობ, რომ ჩემს თავს არ ვუღალატო. პასუხი გაგეცით და რა ვქნა ახლა, თუ გინდათ წაგიცეკვებთ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

banner
წინა სტატიაშისაჯარო სამსახურის ბიურო “საერთაშორისო გამჭვირვალობის” კვლევას ეხმაურება
შემდეგი სტატიასოფელ ახმაჯთან დაკავებული საქართველოს სამი მოქალაქე გათავისუფლდა