არ ვტოვებ სხდომას, მიდი, თამარ, გამაძევე! – ხათუნა გოგორიშვილი ცესკო-ს გადაწყვეტილებას არ ემორჩილება

მას შემდეგ, რაც რამდენჯერმე უპასუხოდ დატოვა “ევროპული საქართველოს” წევრის, ხათუნა გოგორიშვილის შეკითხვა, რის მიხედვით აჯამებდა ცესკო პროპორციული არჩევნების შედეგებს, ცესკოს თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ კენჭისყრაზე გაიტანა ხათუნა გოგორიშვილის სხდომიდან გაძევების საკითხი, რასაც ცესკოს სხდომის მონაწილეთა უმრავლესობა დაეთანხმა.

ახლა მაინტერესებს, ეს პრაქტიკაში როგორ განხორციელდება, არ ვტოვებ სხდომას, ერთადერთ კითხვას უნდა უპასუხოთ, რის მიხედვით აჯამებთ დღეს პროპოპრციული არჩევნების შედეგებს, საუბნო კომისიების ოქმების მიხედვით თუ საოლქო კომისიების ოქმების მიხედვით?” – კითხულობს ხათუნა გოგორიშვილი, რომელიც სხდომის დატოვებაზე უარს აცხადებს.

მას შემდეგ, რაც ხათუნა გოგორიშვილმა უარი თქვა სხდომის დატოვებაზე, ოთახში დაცვის პოლიციის თანამშრომლები გამოჩნდნენ და ტრიბუნასთან მივიდნენ, მაგრამ ხათუნა გოგორიშვილი ამ დრომდე სხდომას ესწრება.

banner
წინა სტატიაშიგოგორიშვილი ჟვანიას: გრცხვენოდეთ, გამრავლების ტაბულაც არ იცით
შემდეგი სტატიაცენტრალურ საარჩევნო კომისიაში სხდომა განახლდა