“არ ვთვლი საჭიროდ ვუპასუხო დავით ოქიტაშვილს” – ანანიაშვილის პირველი კომენტარი ოქიტაშვილის განცხადებებზე

კულტურის პალატის თავმჯდომარის დავით ოქიტაშვილის განცხადებას ოპერისა და ბალეტის თეატრის ხელმძღვანელის პოსტიდან გადაგომის შესახებ გამოეხმაურა თავად პრიმა ბალერინა. “არ ვთვლი საჭიროდ ვუპასუხო დავით ოქიტაშვილს” – განაცხადა ჟურნალისტებტან საუბარში ნინო ანანიაშვილმა.
დავით ოქიტაშვილის ამ განცხადებამ ბევრის აღშფოთება გამოიწვია, მათ შორისაა ცნობილი ქართველი მსახიობი ზურა ყიფშიძე, რომელიც შემდეგი კომენტარი გააკეთა:
– რა სისულელეა, რატომ უნდა გათავისუფლდეს ნინო ანანიაშვილი ამიხსენით?! მისი მეუღლე რა განცხადებებსაც აკეთებს, ნინო რა შუაშია?! თუ ანტისახელმწიფოებრივი განცხადებებია, მაშინ თვითონ გრიგოლ ვაშაძე უნდა დაიჭირონ! ყველაფერს ნუ ავურ-დავურევთ საქართველოში ერთმანეთში! ნინო ანანიაშვილი ამხელა პროფესიონალია, თავის საქმეს აკეთებს და მას რატომ უნდა შევეხოთ, რა უაზრობაა?! ნინო ანანიაშვილისგან რაღა გვინდა, რა არის ეს, რა უბედურებაა?! დავით ოქიტაშვილმა ვალერიანი დალიოს, დამშვიდდეს და დაწყნარდეს! არ შეიძლება სულ ჩხუბი და დავიდარაბა გვქონდეს! ახლა ნინოსაც მივწვდით, რა შუაშია ეს ქალბატონი?! დავაცადოთ ერთმანეთს არსებობა და მუშაობა და ყველას გთხოვთ, დაანებეთ რა თავი ნინო ანანიაშვილს!

banner
წინა სტატიაშიკახეთში მომხდარი ინციდენტისას დაკავებულ ორ პირს ბრალი ცემის მუხლით წარუდგინეს
შემდეგი სტატიადახურული შახტები და გაუსტუმრებელი სახელფასო დავალიანება – მეშახტეების საპროტესტო აქცია ტყიბულში