არ ვფიქრობ, რომ შეწყალება ამ შემთხვევაში იყო გამართლებული

„არ ვფიქრობ, რომ შეწყალება ამ შემთხვევაში იყო გამართლებული“- ამ განცხადებით, შს მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი, თავის დროზე პრეზიდენტის მიერ ვეფხია ბაქრაძის შეწყალებას ეხმაურება, რომელიც სასჯელს ყოფილ მეუღლეზე ძალადობის გამო იხდიდა.

საპყრობილე მან სწორედ გიორგი მარგველაშვილის შეწყალების შემდეგ დატოვა. ყოფილ მეუღლეზე შურისძიების მიზნით კი გერს გამოძიების ინფორმაციით, ყელი მცირეწლოვანი ბავშვების თანდასწრებით გამოჭრა.

ნათია მეზვრიშვილი ამბობს, რომ მიდგომა შსს-ს მხრიდან მსგავსი ტიპის დანაშაულების მიმართ აქვს მკაცრი. რაც შეეხება სამართალდამცავების დროულ რეაგირებას, მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ შემაკავებელი ორდერი ეფექტური საშუალებაა მოძალადის შესაჩერებლად. თუმცა რამდენად კონკრეტულ შემთხვევაში არ აღმოჩნდა საკმარისი.

„არსებობს შემთხვევები როდესაც მხოლოდ შემაკავებელი ორდერები ბუნებრივია საკმარისი არ არის და როცა ესეთი შემთხვევებია სათანადო იძულების ღონისძიების გამოყენება ხდება ეს იქნება დაკავება, ეს იქნება აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა თუ სხვა ღონისძიებები, რასაც კანონი ითვალისწინებს,“-განაცხადა მეზვრიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ბარნოვის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობამდე ერთი საათით ადრე ვეფხია ბაქრაძის მიმართ შემაკავებელი ორდერი გამოიცა. სამართალდამცავებს ბაქრაძის ყოფილი მეუღლეს შვილებმა მიმართეს და მიაწოდეს ინფორმაცია, რომ ის მუდმივად ემუქრებოდა ოჯახს. თუმცა მიუხედავად ამისა, რეაგირება დაგვიანებული აღმოჩნდა.

banner
წინა სტატიაშიკომისია ძალადობრივი დანაშაულისთვის გასამართლებულების შეწყალებას წყვეტს
შემდეგი სტატიაფაროსანა და თბილისის ბიოლოგიური ლაბორატორიის თემა