“არ ვფიქრობ, რომ მან თავის ნებით გაიტანა განაცხადი” – ჯანეზაშვილი მოსამართლე არევაძეზე

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ნაზი ჯანეზაშვილი ვარაუდობს, რომ გიორგი არევაძეს მოსამართლეობის შესარჩევი კონკურსიდან განაცხადი საკუთარი ნებით არ გაუტანია.
„ჩვენ ვიცით, სხვა მაგალითები იუსტიციის საბჭოს საქმიანობაში, როდესაც სენსიტიურ, ძალიან რეზონანსულ საქმეებზე მომუშავე მოსამართლეები აღარ გამწესდნენ თანამდებობზე. შესაბამისად, მე არ ვფიქრობ, რომ მან თავის ნებით გაიტანა განაცხადი და ეს მისი გადაწყვეტილებაა. შესაძლებელია ვივარაუდო, რომ სამომავლოდ, არ არის გამორიცხული, რომ მანაც გაიზიაროს იგივე ბედი, როგორც სხვა მოსამართლეებმა, რომლებიც არიან ახლა ყოფილი მოსამართლეები და ისინი აღარ არიან სისტემაში. ამიტომ, ამის ლეგიტიმური მოლოდინი მაქვს,“ – განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიდაკავებისას გარდაცვლილი პაატა პავლიაშვილის საქმეზე გამოძიება შეწყდება – “ამსახველი ვიდეო არ არსებობს”
შემდეგი სტატია18 წლის ბიჭის ცემაში ბრალდებულ პოლიციელებს პატიმრობა შეეფარდათ