“არ ვფიქრობ, რომ ბოკერიას მიმართ დევნა ხორციელდება”

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ოპოზიციონერი დეპუტატის, გიგა ბოკერიას დაკითხვაზე დაბარების საკითხზე აცხადებს, რომ არ ფიქრობს, მის მიმართ რაიმე სახის პოლიტიკური დევნა ხორციელდებოდეს.

წულუკიანის თქმით, ვიდრე კონკრეტულ საქმეზე სისხლის სამართლებრივი პროცესის წარმოება ხანდაზმული არ არის, კითხვების დასმა ნებისმიერ დროს შესაძლებელია.

„არ მგონია, რომ რაიმე დევნაა. მე არც გამომძიებელი გახლავართ, არც პროკურორი და ეს ძალიან კარგია. არ ვიცი, რა საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. მე ვიცი ზოგადი პრინციპი, რომ როდესაც კანონს და საგამოძიებო ორგანოებს აქვთ პირისადმი შეკითხვა, სანამ საქმე ხანდაზმული არ არის, ეს კითხვა შეიძლება, დაისვას ნებისმიერ დროს. ამ საქმეზე პასუხი უნდა გასცეს საგამოძიებო ორგანომ. მე გეუბნებით ზოგად პრინციპს, რომ ვიდრე ხანდაზმული არ არის მოცემულ საქმეზე სისხლის სამართლებრივი პროცესის წარმოება, ნებისმიერ დროს შეიძლება, დაისვას შეკითხვა“ ,- განაცხადა თეა წულუკიანმა.

banner
წინა სტატიაში“ეს არ არის ხელისუფლების პოზიცია”-თალაკვაძე კუხიანიძის განცხადებებზე
შემდეგი სტატია„ამ ცხოვრების დედაც!“-წარწერა ზუგდიდში