“არ ვმალავ, რომ დიმიტრი გაბუნიას განვიხილავ ჩემი გუნდის წევრად”- ზურაბიშვილი

არ ვმალავ, რომ დიმიტრი გაბუნია არის ერთ-ერთი, რომელსაც განვიხილავ ჩემი გუნდის წევრად- აცხადებს სალომე ზურაბიშვილი. მისივე თქმით, გუნდის ფორმირებასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.

„ის არის ერთ-ერთი, რომელსაც გავნიხილავ, თუმცა სანამ საბოლოოდ არ არის ჩემი გუნდის შემადგენლობა დადასტურებული, ნაადრევია იმაზე საუბარი თუ ვინ იქნება და ვინ არა მისი წევრი. არ ვმალავ, რომ დიმიტრი გაბუნია არის ერთ-ერთი, მაგრამ ძალიან რთული სიტუაციაა. ჯერ ადმინისტრაციის საბოლოო ფორმატიც არ ვიცით და ამიტომ თავს ვიკავებ ისეთი გადაწყვეტილებების მიღებისგან, რომელიც მერე გადასახედი იქნება. მირჩევნია, როცა მივიღებ გადაწყვეტილებას, ეს იყოს საბოლოო,”- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

გავრცელებული ინფორმაციით, დიმიტრი გაბუნიას სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის თანამდებობაზე მოიაზრებს.

banner
წინა სტატიაშიდაკავებული უკრაინის მოქალაქისთვის დნმ-ს ანალიზის შსაძლო აღება – რა განმარტებას აკეთებს გახარიას მოადგილე
შემდეგი სტატიასაგამოძიებო კომისიის მიერ გაცემული რეკომენდაციების ნაწილი შესრულებულია – მეზვრიშვილი