არ ვკონცენტრირდები მხოლოდ იმაზე, რას ამბობს ივანიშვილის ყოფილი ექიმი, ბატონი ხუნდაძე, არ მგონია, რომ მსგავს გადაწყვეტილებებს და განცხადებებს ის საკუთარი ინიციატივით აკეთებდეს – სამადაშვილი

„ლელო საქართველოსთვის“ წევრის სალომე სამადაშვილის განცხადებით, შემთხვევითი არ არის დიმიტრი ხუნდაძის განცხადება, რომ „თუ საქართველო სტატუსს უსამართლო ვალდებულებებით მიიღებს, ქვეყანამ მასზე უარი უნდა თქვას“.

„ვიტყოდი, რომ ეს განცხადება არ არის შემთხვევითი განცხადება. ამიტომ, არ ვკონცენტრირდები მხოლოდ იმაზე, რას ამბობს ბიძინა ივანიშვილის ყოფილი ექიმი, ბატონი ხუნდაძე. არ მგონია, რომ მსგავს გადაწყვეტილებებს და განცხადებებს ის საკუთარი ინიციატივით აკეთებდეს. მიმაჩნია, რომ ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის უზრუნველსაყოფად, როგორი გადაწყვეტილებაც არ უნდა იქნას მიღებული ევროპული საბჭოს სხდომაზე, ჩვენს ქვეყანას სჭირდება ქართველი ხალხის მიერ არჩევნების გზით ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის დამარცხება. ამიტომ, არ მგონია, რომ კონცენტრაცია უნდა გავაკეთოთ მხოლოდ იმაზე, რას ამბობს კობახიძე. აქ, საუბარია, რა პოლიტიკური პოზიცია აქვს მმართველ გუნდს. ღიად და აშკარად უარის თქმა იმ არჩევანზე, რომელიც ქართველმა ხალხმა დიდი ხნის წინ გააკეთა და კონსტიტუციაშიც ასახულია, რომ ეს ქვეყანა უნდა გახდეს ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი, გამოიწვევს შესაბამის პოლიტიკურ შედეგს „ქართული ოცნებისთვის“, ბიძინა ივანიშვილისთვის და მისი ინდივიდუალური წარმომადგენლებისთვის, როგორიც არის ხუნდაძე“, – განაცხადა სამადაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიფეხზე სიმძიმე მოაბეს და წყალში ჩააგდეს – ხერსონის ოლქში რუსებმა პოლიციის ლეიტენანტი სასტიკად მოკლეს
შემდეგი სტატიამომეცით შესაძლებლობა და ზელენსკის ვათქმევინებ, რომ კანდიდატის სტატუსი მოგვცენ – ვაშაძე