არ ვყოყმანობ, რომ რამე არასწორად გავაკეთე – მიხეილ გიორგაძე ამბობს, რომ საყდრისის აფეთქებას ხელს ახლაც მოაწერდა

არ ვყოყმანობ, რომ რამე არასწორად გავაკეთე – ეს განცხადება, კულტურისა და განათლების მინისტრის უკვე ყოფილმა მოადგილემ, მიხეილ გიორგაძემ საყდრისის თემაზე საუბრისას გააკეთა. გიორგაძე ამბობს, რომ საყდრისზე მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება იმ პერიოდში ყველაზე ადეკვატური ნაბიჯი იყო.

მისივე განცხადებით, იგივე გარემოებების გათვალისწინებით, საყდრისის აფეთქებას ხელს კიდევ ერთხელ მოაწერდა.

„ის რამდენიმე ოთხი თუ ხუთი, ზუსტად აღარ მახსოვს, ასევე სასამართლო პროცესი, რომელიც იყო დაწყებული ამასთან, იქაც სასამართლოს გადაწყვეტილებებმაც არცერთ ნაწილში სამინისტროს პოზიცია ან რომელიმე კონკრეტული ქმედება, არასწორად არ მიიჩნია. იქიდან გამომდინარე, რასაც მოგახსენებთ, იგივე პირობებსა და იგივე გარემოში, ვგულისხმობ ობიექტურ პირობებსა და გარემოს, ყველაფრის გათვალისწინებით, აქ არანაირი ყოყმანი არ მაქვს, არ ვყოყმანობ, რომ რამე არასწორად გავაკეთე,“ – განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.

მიხეილ გიორგაძე თანამდებობიდან დღეს გადადგა.

banner
წინა სტატიაშიასრულებენ პირწმინდად კრემლის დავალებას… ძალიან ეშინიათ გავრილოვის სიის – ენმ სისხლიანი მოვლენების შეფასებაზე
შემდეგი სტატიასიტუაციები უნდა ადუღებულიყო ბათუმში, ზუგდიდში – ოხანაშვილი ამტკიცებს, რომ ოპოზიცია რევოლუციას გეგმავდა