არ ვიზიარებ ექსპერტების და ე.წ ყველაფრის მცოდნე ადამიანების სკეპტიციზმს, რომ ბუნებრივი ბარიერი ფრაგმენტიზაციას მოახდენს

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივლისი 4, 2019 01:30

არ ვიზიარებ ექსპერტების და ე.წ ყველაფრის მცოდნე ადამიანების სკეპტიციზმს, რომ ბუნებრივი ბარიერი ფრაგმენტიზაციას მოახდენს

არ ვიზიარებ ექსპერტების და ე.წ ყველაფრის მცოდნე ადამიანების სკეპტიციზმს, რომ ბუნებრივი ბარიერი ფრაგმენტიზაციას მოახდენს, მოსყიდვები დაიწყება და ა.შ., – ამის შესახებ „ახალი მემარჯვენეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა კაციტაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „მოამბე-დღის თემა“ განაცხადა.

„ვერ გავიგე, თუ პარტიას გაყიდვა უნდა, 0,67%-იან პარტიას თუ იყიდის, 3%-იანს ვერ იყიდის, ან 5%-იანი არ უყიდია თუ, როგორ არის საქმე?! ასე რომ, ეს პრობლემა არ არსებობს და არარსებულია პრობლემა ფრაგმენტიზაციის თაობაზეც. იმიტომ, რომ თუ კონკრეტულ პოლიტიკურ ორგანიზაციას საზოგადოებაში გავლენები აქვს, მაშინ, სჯობს, მისი წარმომადგენლობა ამ გავლენებით აისახოს პარლამენტში, ვიდრე ეს ხალხი გარეთ დარჩეს და შემდეგ, ამასთან დაკავშირებით ქუჩური პოლიტიკა განვითარდეს. რაც შეეხება იმას – პრორუსები, მარგინალები და ა.შ., თუ ამ ხალხს საზოგადოებაში თავიანთი მხარდამჭერები ჰყავთ, რამდენიც ჰყავთ, შევიდნენ იმ პარლამენტში და დავითვლით მაინც, ბოლოს და ბოლოს, ამ ქვეყანაში რამდენი მარგინალია და რამდენი პრორუსი“, – განაცხადა კაციტაძემ.

მისი თქმით, ბლოკი ბარიერის გადალახვის საშუალება არ არის.

„ბლოკი მარტო ბარიერის გადასალახად არ არის შექმნილი. 2003 წელს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ბლოკი რომ შექმნა, ბარიერის გადალახვისთვის შექმნა?! ან 2012 წელს, ბიძინა ივანიშვილი რომ პოლიტიკაში შემოვიდა და ექვსი პარტიისგან შემდგარი ბლოკი შექმნა, ხუთ პროცენტიანი ბარიერის გადასალახად შექმნა, თუ იმისთვის, რომ ძალების კონსოლიდაცია მოეხდინა და უფრო მეტი მიეღო, ვიდრე გათითოკაცებული პარტიები მიიღებდნენ?!“, – განაცხადა კაციტაძემ.

მისივე თქმით, თუ გვინდა, რომ პარტიებმა დაბალი, 0,67%-იანი ბარიერი დამოუკიდებლად გადალახონ, დიფერენცირებული ბარიერი უნდა გაკეთდეს.

„მაგალითად, პარტია, რომელიც მონაწილეობას დამოუკიდებლად იღებს, მისთვის 0.67%-იანი ბარიერი დაწესდეს, ხოლო ბლოკისთვის, რომელსაც სინერგია და თანამოაზრესთან ერთად თანამშრომლობა უნდა – მეტი. ხელისუფლებას ვეტყვი – დაუტოვეთ პოლიტიკურ პარტიებს თანამშრომლობის საშუალება არჩევნების დროსაც. თუ სინერგიას მოახდენენ, მოახდენენ. არ უნდა ვინმეს ბლოკში გაერთიანება და იყოს მარტო“, – განაცხადა კაციტაძემ.

მისივე თქმით, რადგან თავისი წინადადებების ავტორი ახლა „ქართული ოცნებაა“, მან უნდა დაასახელოს, რა ტიპის დიფერენცირებული ბლოკი სჭირდება, რომ პარტიებს თანამშრომლობის საშუალება არ შეეზღუდოთ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, როგორი იქნება „ახალი მემარჯვენეების“ პოზიცია იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება ამ დათმობაზე არ წავა და ბლოკების აკრძალვის გადაწყვეტილებას ძალაში დატოვებს, მამუკა კაციტაძემ განაცხადა, რომ პროპორციული სისტემა იმდენად დიდი მონაპოვარია, ის როგორც დაბალ, თუ საშუალო ბარიერში არ გაიცვლება, ასევე არ გაიცვლება ბლოკის დაშვება-არდაშვებაში.

„ბლოკის გარეშეც შეიძლება კონსოლიდაცია თანამოაზრე პოლიტიკური პარტიებისა და ამომრჩევლისთვის კონსოლიდირებული სტრუქტურის შექმნა-შეთავაზება. ამის მაგალითი „ქართულმა ოცნებამ“ გვიჩვენა 2016 წელს“, – განაცხადა მამუკა კაციტაძემ.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივლისი 4, 2019 01:30

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,408
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics