“არ ვიტყოდი, რომ არ ვენდობი კვლევას”- კვირიკაშვილი NDI-ზე საუბრობს

მომავალი პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გახდება

პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე NDI-ის კვლევებზე საუბრობს. კვირიკაშვილმა რუსთავი 2-ის ჟურნალისტის კითხვას უპასუხა და განაცხადა, რომ კვლევებში არის ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტები, რომლებიც მისთვის ძალიან საინტერესოა.

“NDI არის ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუტი, NDI-ის ძალიან პოზიტიური როლი აქვს საქართველოში პლურალიზმის დამკვიდრებაში და ზოგადად დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებაში. რაც შეეხება კვლევას მოგეხსენებათ, რომ კვლევას ახორციელებს სხვადასხვა კონტრაქტორი კომპანიები, რომლებსაც შესაძლოა არ ჰქონდეთ იმ დონის პროფესიონალიზმი ან მოცულობა არ იყოს ამ კვლევის იმ დონის, რომელიც საჭიროა იმისათვის, რომ ზუსტად გამოხატოს საზოგადობის პრიორიტეტები, არ ვიტყოდი, რომ არ ვენდობი კვლევას, კვლევაში არის ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტები, რომლებიც ჩემთვის ძალიან საინტერესოა, თუმცა არის გარკვეული მომენტები როდესაც მე შესაძლოა სხვა განცდები მქონდეს იგივე ქართული ოცნების მხარდამჭერთა პროცენტული რაოდენობაში“ – განაცხადა კვირიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი: არასოდეს ვერიდებოდი დებატებს ბიძინა ივანიშვილთან
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი: ჩვენი მოწოდებაა, საარჩევნოდ ადამიანებს შორის დაძაბულობა შემცირდეს