„მე არ ვითხოვ გირაოს,ჩემი შვილი არის მხვერპლი და ის უპირობოდ უნდა გაათავისუფლონ ” -კილაძე

გაზეთ ,,ქრონიკა+” მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე შვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ის და მისი ვაჟი პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლი არიან.
„მე არ ვითხოვ გირაოს, და არც საპროცესო გარიგებას. ჩემი შვილი არის უდანაშაულო და ის არის მხვერპლი და ის უპირობოდ უნდა გაათავისუფლონ.

იყო თუ არა ნასამერთევი – მე არ დამიმალავს რომ ჩემი შვილი სააკაშილის დროს იყო ნასამართლევი და საუბარია მარიხუანას მოხმარებაზეა, რაც შეეხება იმას, რომ შსს-მ ქურდობა დაარქვა არასრულწლოვნების საქმეზე იყო საუბარი და ვის გამოც მოხდა, ის ბერად არის აღკვეცილი და მის სინდისზე იყოს“-განაცხადა კილაძემ.

რაც შეეხება პროკურატურის პოზიციას, უწყების ინფორმაციით, ელისოს ვაჟს ბრალი ედება მძიმე დანაშაულში, ის წარსულში ნასამართევია და საპროცესო გარიგება ვერ განხორციელდება.

კილაძე აცხადებს, რომ არც აპირებს აღნიშნულ თემაზე უწყებას მიმართოს.

banner
წინა სტატიაში(Video) ყველა მსხვილ ნარკორეალიზატორს ლევან იზორიას ძმა, ვახტანგ იგივე კიკა იზორია ,,კრიშავს” – კილაძე
შემდეგი სტატიათურქეთის მთავრობა მზად არის გახსნას საზღვარი და ევროპაში, ყოველთვიურად 15 ათასი მიგრანტი გაუშვას