“მე არ ვითხოვ ჩემი დის ციხიდან გათავისუფლებას, პირიქით, მინდა ვიცხოვრო ქვეყანაში, სადაც სამართლიანობა არსებობს”

მე მზად ვარ, ჩავბარდე სიხარულით ნებისმიერ ორგანოს

ჩემთვის სრულიად მოულოდნელი იყო ის ოპერაცია, რომელიც განხორციელდა იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც იყვნენ აყვანილი. ეს ოპერაცია იყო არასწორად და უნიჭოდ განხორციელებული სპექტაკლი, რომლის საჭიროება არ არსებობდა, – განაცხადა “ცენტრ პოინტის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა რუსუდან კერვალიშვილმა პრესკონფერენციაზე.

რუსუდან კერვალიშვილი „ცენტრ პოინტის“ საქმეზე 4 პირის დაკავებას, მის პოლიტიკურ აქტივობას უკავშირებს.

„პროკურატურამ გაზაფხულზე გააქტიურა ის ჯგუფი, რომელსაც ახლა თქვენ უყურებთ, ეს უკავშირდება ჩემს პოლიტიკურ აქტივობას. მე ვმუშააობდი ქალთა პოლიტიკური აქტივობის გაძლიერების ჯგუფზე მოხალისეობრივად, მიმოწერა მქონდა ცესკო-სთან და ყველა პოლიტიკურ პარტიასთან, რადგან ვეძებდი იმ ქალებს, რომლებსაც შეიძლება ეყარათ კენჭი დამოუკიდებელ დეპუტატებად. ტელეფონზე ამის შესახებ საუბარი მქონდა მაისთანაც. ამ პერიოდში ჩვენი მუშაობა სასამართლოსთან იყო მშვიდ რეჟიმში, თუმცა უცებ მაისის ბოლოს გააქტიურდნენ ჯგუფები, დაიწყეს პროკურატურასთან აქციები, ამ ჯგუფს თავის დროზე ხელმძღვანელობდა საქართველოს კომუნისტური პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი, თემურ ფიფია. ეს ჯგუფი საეჭვოდ გააქტიურდა“- განაცხადა კერვალიშვილმა.

რუსუდან კერვალიშვილი პოლიტიკაში დაბრუნებას არ გამორიცხავს, თუმცა როგორ მან აღნიშნა, ის არც ერთ პარტიაში არ გაწევირანდება

“იმ შემთხვევაში თუ გადავწყვეტ პოლიტიკაში დაბრუნებას, მე ვიქნები დამოუკიდებლად, მარტო, რადგან ჩემი წარსული და ისტორია არის განადგურებული და მე ვერავის ვერც ერთ პატიას ვერ გავსვრი. თავს არ ვიმართლებ, პირიქით, პოლიტიკურადაც დამნაშავე ვარ და ადამიანურადაც დამნაშავე ვარ, როგორც მოქალაქეც დამნაშავე ვარ. მე არ ვითხოვ ჩემი დის ციხიდან გათავისუფლებას, პირიქით, მე მინდა ვიცხოვრო ქვეყანაში, სადაც სამართლიანობა არსებობს, თუმცა მეც ისეთივე დაზარალებული ვარ, როგორიც ნებისმიერი მოქალაქე, რომელსაც 2008 წლის ომი შეეხო“,- აღნიშნა კერვალიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიხაშურის მუნიციპალიტეტში მდინარეების ნაპირასამაგრი სამუშოები დაიწყო
შემდეგი სტატიაზურაბ აბაშიძე აცხადებს, რომ ქართულ ღვინოსა და “ბორჯომს” რუსულ ბაზარზე რაიმე ახალი სანქცია არ ემუქრება