5.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მარტი 16, 2026
banner

არ ვითანამშრომლებთ სანქცირებულ კომპანიებთან – “მეამას” დირექტორი

კომპანია მეამას დირექტორი, ლაშა შარიქაძე TV ფორმულასთან ამბობს, რომ სანქცირებულ კომპანიასთან არ ითანამშრომლებენ.

“ჩვენი პოზიცია ასეთია, რომ არ ვითანამშრომლებთ სანქცირებულ კომპანიებთან” – უპასუხა შარიქაძემ ჟურნალისტს შეკითხვაზე, რომელიც POSTV-სა და TV იმედთან სანქცირების შემდეგ თანამშრომლების გაგრძელებას შეეხებოდა.

მეამა POSTV-ისა და TV იმედის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი იყო.

2025 წლის III კვარტალში მეამამ TV იმედში 500 000 ლარზე მეტის რეკლამა განათავსა, ასევე 500 000 ლარზე მეტი გადაიხადა POSTV-ში რეკლამაში.

24 თებერვალს გაერთიანებულმა სამეფომ პროპაგანდისტული სამთავრობო მედიები, TV იმედი და POSTV “რუსული დეზინფორმაციის გავრცელების” გამო სანქცირებულ ერთეულთა სიაში შეიყვანა, რის ფარგლებშიც მათ სამი კატეგორიის სანქციები შეეხოთ: აქტივების გაყინვა, სატრასტო მომსახურების სანქციები და დირექტორის დისკვალიფიკაციის სანქცია.

რას ითვალისწინებს, ვის ეხება და ვის შეიძლება შეეხოს ბრიტანული სანქციები?
სანქცირებიდან მეორე დღეს, 25 თებერვალს ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ “ბუნებრივია, ყველა სახელმწიფო და არასახელმწიფო კომპანიამ TV იმედთან და POSTV-სთან თანამშრომლობა უნდა გააგრძელოს. თქვენ იმის იმედი ნუ გაქვთ, რომ საქართველოში მედიისა და მეწარმეობის თავისუფლების ძირითადი უფლება შეილახება”.

27 თებერვლის დილით TV იმედმა განცხადება გაავრცელა – მათი მტკიცებით, “არანაირი, მათ შორის, არც ფინანსური პრობლემა” არ ექნებათ. სანქცირებული ტელევიზია ირწმუნება, რომ “რამდენიმე ბანკი” მზადაა, მათ საბანკო მომსახურება გაუწიოს, თუმცა, TV იმედის ცნობით, “ტელეკომპანიის ერთგული მეგობრებისა და სპონსორების ფინანსური მხარდაჭერით, უმოკლეს ვადაში, სულ რამდენიმე თვეში”, შექმნიან საკუთარ ბანკს – “იმედის ბანკი“.

banner
წინა სტატიაშიბუდანოვი: პუტინი მზად არის უკრაინისთვის აშშ-ის უსაფრთხოების გარანტიები მიიღოს
შემდეგი სტატიაისრაელის მე-12 არხი: სარაკეტო დარტყმების ადგილას აიათოლა ალი ხამენეის ცხედარი იპოვეს