არ ვიქნებით ის პოლიტიკური გუნდი, რომელიც ვინმეს უსამართლოდ თავს დაუხრის – წულუკიანი

კულტურისა და სპორტის მინისტრის, თეა წულუკიანის თქმით, “ქართული ოცნება” არ იქნება ის პოლიტიკური გუნდი, რომელიც “ვინმეს უსამართლოდ თავს დაუხრის”.

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ეს ის მნიშვნელოვანი გზავნილია, რომელიც პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა 2021 წლის ანგარიშში გააჟღერა.

“მე ბევრ ანგარიშს დავსწრებივარ და ეს იყო პრემიერმინისტრის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ანგარიში. გამომდინარე იქიდან, რომ პრემიერმინისტრმა თავის ხალხს და ქვეყანას უთხრა ის, რაც არის ყველაზე მნიშვნელოვანი – ჩვენ ვართ დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო და რა თქმა უნდა, არ ვიქნებით ის პოლიტიკური გუნდი, რომელიც ვინმეს უსამართლოდ თავს დაუხრის. ეს ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილია.

ამაში იგულისხმება ის, რომ ჩვენ, მადლიერნი ვართ რა ჩვენი ამომრჩევლის, ვინც მორიგჯერ გამოგვიცხადა ნდობა, ვმართავთ ქვეყანას სწორედ ხალხის ინტერესისთვის, იმ პრობლემების დასაძლევად, რომელიც ჩვენს ქვეყანას, სამწუხაროდ, მრავლად აწუხებს, დაწყებული ოკუპაციიდან, დასრულებული ეკონომიკის და ინფრასტრუქტურის კიდევ უფრო სწრაფი ტემპით განვითარების საჭიროებებიდან”, – თქვა თეა წულუკიანმა.

banner
წინა სტატიაშიღარიბაშვილი – სამხედროებისათვის პირობების გაუმჯობესების მიზნით უკვე იანვრიდან დამატებით იგეგმება ხელფასების დამატებით ზრდა
შემდეგი სტატიაღარიბაშვილი- მომდევნო წლები უნდა იყოს მშვიდობიანი, სტაბილური განვითარების, აღმშენებლობის წლები