“არ ვიცი ვის რა დოკუმენტი აქვს, ვიცი, რომ კანონმდებლობის სრული დაცვით გავაკეთეთ”

ბოტანიკური ბაღის ტერიტორიის გასხვისებასთან დაკავშირებით, ოპოზიციის მიერ გასაჯაროებული ახალი დეტალებს, თბილისის მერი გამოეხმაურა. დავით ნარმანიას თქმით, ყველაფერი კანონმდებლობის სრული დაცვით მოხდა.

“მე არ ვიცი ვის რა დოკუმენტი აქვს მე ვიცი რომ კანონმდებლობის სრული დაცვით გავაკეთეთ ის რაც გავაკეთეთ“ – განაცხადა დავით ნარმანიამ.

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ოპოზიციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს.

“ეს არის ქალაქის განვითარება ხაზგასმით ვამბობ. რაც შეეხება იმ 4 ჰექტარს ყველას შეუძლია აბრძანდეს და დარწმუნდეს რა 4 ჰექტარია ის. მე ვერ დავადასტურებ ამ ინფორმაციას, იმიტომ, რომ მე ჩემი თვალით მაქვს ნანახი და იქ მსგავსი არაფერი არ ხდება“ – აღნიშნა გიორგი ალიბეგაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიმოსკოვში, წითელ მოედანზე გამარჯვების დღე აღნიშნეს
შემდეგი სტატიასაგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოსთვის ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია გაიმართა