“ხალხის ძალის” ლიდერი გურამ მაჭარაშვილი არ პასუხობს კითხვას, ვინ მოკლა საქართველოს ეროვნული გმირი, მარო მაყაშვილი. დეპუტატის თქმით, საკითხზე გამოძიება არ ჩატარებულა.
“გარდა იმისა, რაც არის ცნობილი მარო მაყაშვილთან დაკავშირებით, სხვა ინფორმაცია მე არ გამაჩნია. რა არის ცნობილი და მან თავი დადო თავისი ქვეყნისთვის და დანარჩენი ინფორმაცია მე არ აქვს, თუ მექნება, მერე გავაკეთებ კომენტარს. ის არის მაგალითი ქვეყნის თავდადების. თუ დეტალები გაინტერესებთ, არ ვიცი. გამოძიება არ იყო მაშინ. არ ვიცნობ ამ დეტალებს”, – ამბობს მაჭარაშვილი.
შეგახსენებთ, რომ “ქართული ოცნების” წევრებმა დღეს 1921 წელს რუსეთის არმიის წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპული იუნკერების ხსოვნას პატივი მიაგეს.
















