,,არ ვიცი, თქვენ თუ არასამთავრობო ორგანიზაციები ყველგან შეთქმულების თეორიებს ეძებთ”

ყველგან შეთქმულების თეორიებს ეძებთ – არ ვიცი, თქვენ თუ კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციები, – ასე მიმართა ჟურნალისტებს ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ იმ კითხვის საპასუხოდ, თუ როგორ შეაფასებდა არასამთავრობო სექტორის განცხადებებს, რომ მთავრობას, პრეზიდენტს და უმრავლესობას შორის ”საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” კანონპროექტთან დაკავშირებით გარიგება შედგა.
კობახიძის მტკიცებით, „არანაირ გარიგებაზე საუბარი არ არის”.
”ის, რომ ხელისუფლების სხვადასხვა შტო დიალოგს მართავს და გარკვეულწილად აჯერებს პოზიციებს, ნორმალური, დემოკრატიული პროცესია. საბოლოო ჯამში როგორი შენიშვნები წარმოადგინა პრეზიდენტმა, ეს არის მისი უფლებამოსილება, შესაბამისად ჩვენ ვიმსჯელებთ იმაზე, რაც არის წარმოდგენილი. შესაძლოა, ვენეციის კომისიის ჩანაწერი სიტყვასიტყვით არ იყოს გაზიარებული, მაგრამ 11 შენიშვნიდან 10 სრულად არის გაზიარებული, ერთი კი – ნაწილობრივ. მე ვფიქრობ, ვენეციის კომისია ცვლილებების მიმართ პოზიტიურად იქნება განწყობილი და ხელისუფლების სხვადასხვა შტოს შორის თანამშრომლობა შეფასდება როგორც დადებითი მხარე”, – განაცხადა მანანა კობახიძემ.

banner
წინა სტატიაში,,ვფიქრობ, კითხვაზე: უნდა გადავყაროთ არსებული ვიზები თუ არა, პასუხი დადებითი იქნება”
შემდეგი სტატიაიურიდიულმა კომიტეტმა საარჩევნო სისტემის ე.წ. გერმანული მოდელის პროექტს მხარი არ დაუჭირა