“არ ვიცი რატომ უნდა იყოს ადამიანი ნაწყენი, თუ კი ის ტენდერს ვერ იგებს” – მანანა კობახიძე კოალიციაში დაპირისპირებაზე

რესპუბლიკელებსა და მრეწველებს შორის არსებულ დაპირიპირებას ეხმაურება პარლამენტის ვიცე სპიკერი. უმრავლესობის წევრისთვის გაუგებარია წყენის მიზეზი, თავდაცვის სამინისტროში ჩატარებულ ტენდერებთან დაკავშირებით.

გადაცემა არჩევანის მიერ მოპოვებული ტენდერების შესახებ დოკუმენტების მიხედვთ, მრეწველების ლიდერის, გოგი თოფაძის, კომპანია ქართულ ჯარს ლიმონათი ყაზბეგით ორი წლის განმავლობაში ამარაგებდა. მისმა კომპანიამ ტენდერში გამარჯვება 2016 წელს ვეღარ მოიპოვა.

“არ ვიცი რატომ უნდა იყოს ადამიანი ნაწყენი თუ კი ის ტენდერს ვერ იგებს, ეს ტენდერები არის გამჭვირვალე, ყველაფერი არის კანონთან შესაბამისი, შეიძლება ზოგმა კომპანიამ მოიგოს, ზოგმა ვერ. თუ რამე პრეტენზია აქვთ, თვითონ უნდა გაერკვნენ ამ საკითხებში,” – აღნიშნავს მანანა კობახიძე.

banner
წინა სტატიაშისაავიაციო უშიშროების სამმართველოს თანამშრომელი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს
შემდეგი სტატიასახელმწიფო დეპარტამენტი და ნატო-ს ხელმძღვანელობა იმედს გამოთქვამენ, რომ ალექსი პეტრიაშვილის საქმე უსწრაფესად იქნება გამოძიებული