არ ვიცი, რამდენად აქვს ივანიშვილს ინტერესი „რუსთავი 2“ შეიძინოს, სააკაშვილის გარდა ნებისმიერი სხვა პირი შეიძლება განიხილებოდეს – სალია

პაატა სალია რუსთავი 2-ის მფლობელების განცხადებას პასუხობს

მოქმედი გენერალური დირექტორი ამბობს, რომ ერთდერთი ვისაც ქიბარ ხალვაში ტელევიზიას არ მიჰყიდის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილია.

რაც შეეხება “რუსთავი 2”-ის შესყიდვის პირობებს, პაატა სალიას განცხადებით, მისთვის უცნობია კონკრეტულად რა თანხას მოითხოვს ქიბარ ხალვაში, თუმცა ის აცხადებს, რომ კომპანიის 100% -იანი წილის მფლობელი მზად არის ნებისმიერ ბიზნესმენთან დაჯდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან.

“ბიძინა ივანიშვილის მხრიდან დაინტერესების თაობაზე ჩემთვის უცნობია. ქიბარ ხალვაშმა ერთი პირი დაასახელა. შესაბამისად, ნებისმიერი სხვა პირი შეიძლება განიხილებოდეს. მიხეილ სააკაშვილის გარდა ნებისმიერი სხვა პირი შეიძლება განიხილებოდეს,”-განაცხადა სალიამ.

banner
წინა სტატიაში“შენ პირადად პაატა სალია დახურე “რუსთავი2″ და ამიტომ აგეხევა სახე” – ტელეკომპანიის ყოფილი დირექტორი ახალ დირექტორს
შემდეგი სტატიაახალი მოძრაობა! ღირსეული საქართველოსთვის! – მამუკა ხაზარაძე სექტემბრიდან გააქტიურებას აანონსებს