“არ ვიცი, რა დაგვეტაკა – მიწის ქვეშ თუ მიწის ზემოთ, ყველგან პრობლემებია”

ვიქტორ დოლიძე: ირაკლი შოთაძე ზეწოლას ახდენს სასამართლოზე

ამაზე ბინძური პერიოდი, მე ამ ქვეყანაში ჯერჯერობით არ მახსოვს, – აღნიშნული განცხადება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ფრაქცია “თავისუფალი დემოკრატების” წარმომადგენელმა ვიქტორ დოლიძემ გააკეთა.

დოლიძის თქმით, ფარული ჩანაწერების გამოქვეყნებით ყველაზე მეტი ზიანი ხელისუფლებას მიადგა და მას მიმართა, გამოიძიოს, ვის ინტერესებში შედიოდა ის რაც მოხდა, რა იყო მოტივაცია და ვინ იყო დამკვეთი.

“არ ვიცი, რა დაგვეტაკა – მიწის ქვეშ თუ მიწის ზემოთ, ყველგან პრობლემებია. უნივერსიტეტში პრობლემებია, შახტაში პრობლემებია, პირად ცხოვრებაში ერევიან – გამოამზეურეს ყველაფერი. ამაზე ბინძური პერიოდი, მე ამ ქვეყანაში ჯერჯერობით არ მახსოვს. არ მგონია, ეს ხელისუფლებას აწყობდეს. პირიქით, თუკი ვინმეს ყველაზე დიდი ზიანი მიადგა, ეს არის ხელისუფლება, მაგრამ ამ შემთხვევაში ხელისუფლებამ უნდა დაადასტუროს, რომ ეს ასეა და მომხდარი თავიდან ბოლომდე გამოიძიოს – ვის ინტერესებში შედიოდა, მოტივაცია რა იყო, უნდა გამოიძიოს, ვინ იყო დამკვეთი”, – განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.

ამასთან დაკავშირებით დოლიძე იზიარებს პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის მოსაზრებას, დამნაშავის დასადგენად მილიონის გადახდის თაობაზე და აცხადებს, რომ რაც არ უნდა დაჯდეს – იქნება ეს ერთი თუ ათი მილიონი, სახელმწიფომ ფული უნდა გადაიხადოს და გაარკვიოს, რასთან აქვს საქმე.

“მომავალ კვირას ბრიუსელში მივდივართ – ან რა გზავნილით მივდივართ, ან საით მივდივართ, რომელ ევროინტეგრაციაზეა საუბარი, როდესაც ქვეყანა ასეთ გარემოში ცხოვრობს”, – აღნიშნა ვიქტორ დოლიძემ.

banner
წინა სტატიაშილევან ბერძენიშვილი: ძალიან უცნაურად ემთხვევა ერთმანეთს ეს ორკესტრირებული ამბები
შემდეგი სტატიასირიელი ქურთები დამოუკიდებლობის გამოცხადებას აპირებენ