“არ ვიცი დამკვეთი ვინ არის”- გიგლა აგულაშვილი ციხისძირში ხეების გადარგვას გამოეხმაურა

გიგლა აგულაშვილი– მოსამართლეთა კოლეგიამ კანონიერი გადაწყვეტილება მიიღო

გარემოს დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი ციხისძირში ასწლოვანი ხეების გადატანის ფაქტს გამოეხმაურა:

“მე მგონია, რომ აქ ერთგვარი მცდელობაა ატყდეს ქარიშხალი ჭიქაში და პოლიტიკური დივიდენდები დაიწერონ ცალკეულმა პოლიტიკურმა ძალებმა. ეს მცენარეები, რომელზეც არის საუბარი არც ერთი არ არის ენდემური, არც ერთი არ არის “წითელი ნუსხის” მცენარე. ერთი არის ჭაობის კიპარისი და ასევე არის ხე ტიტა. თუ კითხვები ისმება იმასთან დაკავშირებით, რომ არის თუ არა სათანადო ცოდნა გადატანისათვის და იმისთვის, რომ არ გახმეს, მზად ვარ ამ დისკუსიაში ვისაუბრო სპეციალისტების თანდასწრებით. ხოლო თუ იმაზეა საუბარი, რომ ხე არ უნდა იქნას გადატანილი საერთოდ, მე ამ შემთხვევაში ვფიქრობ, რომ ეს სწორი პოზიცია არ არის. მე არც შეკვეთა მიმიღია და არც დამკვეთი ვიცი ვინ არის”, – გიგლა აგულაშვილი.

banner
წინა სტატიაშიკახა კოჟორიძე: მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის ხარვეზებიანი პროცესი უნდა შეჩერდეს
შემდეგი სტატიაბედნიერების მინისტრი საქმიანობას შეუდგა