“მე არ ვიცი, დაგვხვდები თუ არა მომდევნო არჩევნების შემდეგ”- დავით უსუფაშვილი მარგველაშვილს

ტელეარხებმა არა თუ შეამცირონ პოლიტიკურ საკითხებზე დებატების დრო, არამედ გაზარდონ

საქართველოს პარლამენტის თვამჯდომარე, დავით უსუფაშვილი, მომავალ პარლამენტში მის ყოფნას კითხვის ქვეშ აყენებს. ამის შესახებ მან დღეს საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვლს უთხრა.

„მე არ ვიცი, დაგვხვდები თუ არა მომდევნო არჩევნების შემდეგ, მაგრამ შენ ნამდვილად იქნები ამ დარბაზში,“ – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

ეს საუბარი დავით უსუფაშვილსა და გიორგი მარგველაშვილს შორის საქართველოს პარლამენტის თბილისის შენობაში გაკეთებული ახალი დარბაზის დათვალიერების დროს შედგა.

პარლამენტის თავმდჯომარემ მომავალში პარლამენტის თბილისში გადმოსვლის შესაძლებლობაზე ისაუბრა და არ გამორიცხა, რომ მომავალ პარლამენტში თავად აღარც იყოს.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ალასანია: ორივე ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, რომ პოლიტიკაში ბინძური ხერხით თამაში გრძელდება
შემდეგი სტატია” პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერების მომზადება და შანტაჟისათვის გამოყენება მიხეილ სააკაშვილის მიერ იყო დაგეგმილი”