არ ვგულშემატკივრობ ვინმეს დასანქცირებას, რადგან გამოვა, რომ საქართველოს პრორუსული კურსი აქვს – ხვიჩია

კარგი ამბავი არ ხდება “ქართული ოცნების” თავს – არ ვგულშემატკივრობ ვინმეს დასანქცირებას, რადგან გამოვა, რომ საქართველოს პრორუსული კურსი აქვს და ახლა რუსების მხარდამხარ იბრძვიან, თუ ასეთ შარში ამოვყავით თავი, ეს დიდი ხნით შეუშლის ხელს ამ ქვეყნის განვითარებას,- ამის შესახებ “გირჩის” დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

მისი თქმით, “ქართული ოცნების” მტკიცება, რომ უკრაინას გულშემატკივრობენ, დამაჯერებლად არ გამოიყურება.

“ერთიანობაში ვუყურებ კონტექსტს, არახამიას, არესტოვიჩის განცხადებებს, აუდიოჩანაწერს, სადაც ადამიანები რაღაცაზე საუბრობენ და მერე საკითხის განსარკვევად აგზავნიან პრემიერთან, მე არ ვიცი ამის გაგრძელება, მაგრამ ერთობლიობაში კონტექსტს თუ შევხედავთ, კარგი ამბავი არ ხდება „ქართული ოცნების“ თავს და ნაცვლად იმისა, ვინც არ მოწონთ „ნაცობას“ აბრალდებდნენ, უნდა ისხდნენ და ხსნიდნენ ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ იმას, რომ არ არიან პრორუსული მთავრობა, უკრაინას გულშემატკივრობენ და არ იმსახურებენ დასანქცირებას არც ქვეყანა და არც მმართველი ისტებლიშმენტი. თუ სანქციები მაღალჩინოსნებს შეეხო, გამოვა, რომ პრორუსული ქვეყანა ვართ. მე არ ვგულშემატკივრობ ვინმეს დასანქცირებას, რადგან არავინ გაარკვევს დეტალებს, გამოვა რომ საქართველოს პრორუსული კურსი აქვს და ახლა რუსების მხარდამხარ იბრძვიან, თუ ასეთ შარში ამოვყავით თავი, ეს დიდი ხნით შეუშლის ხელს ამ ქვეყნის განვითარებას,”- განაცხადა ხვიჩიამ.

წინა სტატიაშიგაერო-ს გენერალური მდივანი მოსკოვში სერგეი ლავროვს ხვდება
შემდეგი სტატიასალომე სამადაშვილი – დღეს სანქციების შესრულება, არის ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეების მთავარი დაკვეთა