“არ ვეწინააღმდეგები ევროპის მიერ რუსეთთან მოლაპარაკებების დაწყებას, განსაკუთრებით ახლა, როცა აშშ ზეწოლას ახდენს” – ზელენსკი

მე არ ვეწინააღმდეგები ევროპის მიერ რუსეთთან მოლაპარაკებების დაწყებას, განსაკუთრებით ახლა, როდესაც აშშ ზეწოლას ახდენს და ევროპამ უსაფრთხოების გარანტიებზე საუბარი დაიწყო, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ „ბლუმბერგთან“ სატელეფონო ინტერვიუს დროს განაცხადა.

ზელენსკის ჟურნალისტმა კითხვა დაუსვა მოსკოვთან დიალოგის განახლების შესახებ ევროპელი ლიდერების ბოლოდროინდელ განცხადებებზე.

როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, რუსეთთან ევროპის მოლაპარაკებების წინააღმდეგი არ არის, თუ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ამ მოლაპარაკებების სერიოზულობას გააცნობიერებს.

„ჩვენ საბოლოო ეტაპისკენ მივდივართ, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ არ ვიცით, როგორი იქნება ეს“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ცნობისთვის, 19 დეკემბერს საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან დიალოგის განახლება სასარგებლო იქნებოდა. გუშინ კი იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ აღნიშნა, რომ, მისი აზრით, მაკრონი მართალია და დროა, ევროკავშირი ესაუბროს რუსეთს.

banner
წინა სტატიაში“მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მილიონობით ადამიანი თქვენზე ფიქრობს, თქვენთვის ლოცულობს და მშვიდობას გისურვებთ” – მეუფე დიმიტრი უკრაინელ ხალხს მიმართავს
შემდეგი სტატია“ვლადიმერ პუტინის დაკავება არ იქნება აუცილებელი ისე, როგორც ნიკოლას მადუროს შემთხვევაში მოხდა” – ტრამპი