არ ვენდობი არასოდეს სხვის გამოკითხვებს-დავით ჭიჭინაძე IRI -ის ბოლო გამოკითხვაზე

„- ჯერ მარტო თბილისის მაშტაბით 3000 კაციანი გამოკითხვა ჩავატარე და IRI -ის ბოლო გამოკითხვასთან შედარებით, ბევრ საკითხში საკმაოდ სეროზული ცდომილებებია.

ამიტომ არ ვენდობი არასოდეს სხვის გამოკითხვებს, მითუმეტეს, რომ ცხოვრებაზე სხვისი თვალებით ყურებას სარგებელი არასოდეს მოუტანია.

ჩვენი გამოკითხვებში კი, პირველ რიგში იმ პრობლემებზეა ყურადღება გამახვილებული, რაც ხალხს აწუხებს და არა პარტიული რეიტინგებზე.

– ადამიანი,რომელიც ჩადის კრიმინალს, იმის გადადგომა კი არა, მისი დაჭერა და პასუხისმგებაში მიცემაა აუცილებელი, თუმცა ამ ხელისუფლების პირობებში ეს გამორიცხულია.
მითუმეტეს, რომ „ქართული ოცნება“ მაინც კულუარულად იმართება და არა მხოლოდ ერთი ადამიანის მიერ.
ამიტომ არ ვთვლი, რომ დღეს გახარიას გადადგომით რამე შეიცვლება. თუმცა, მასთან მიმართებაში ნამდვილად ბევრი კითხვა იქნება სამომავლოდ.

ისე, ზოგადად ამ „ქართულმა ოცნებამ“, საზოგადოებასთან ურთიერთობის მორალური ზღვარი დიდი ხანია გადააბჯა.
„ქართული ცნება“ პრაქტიკულად „ნაციონალური მოძრაობის“ გზას ადგას. ძალაუფლებას ეპოტინება, კრიმინალურ გადაწყვეტილებებს იღებს და ვფიქრობ ცუდად დაამთავრებს.
ამიტომ იქნება საინტერესო საყურებელი, დაახლოებით სამი წლის შემდეგ, ამ „ქართული ოცნების“ მიერ დღეს ასე თავგამოდებით გაყვანილი მოსამართლეები თავად როგორ მიუსჯიან „ოცნების“ წევრებს იმას რასაც იმსახურებენ.

– რაც შეეხება რუსთავი 2-ს, საკმაოდ პატივსაცემი ტელევიზიაა, რასაც მე ვერ ვიტყვი ე.წ. მეპატრონეებზე. რამენი ათეული წელია ამ წილების გადანაწილებებს ვისმენთ?!
ზოგადა კი, სახელმწიფო მოხელეები, მინისტრები, არ უნდა ფლობდნენ წილებს!
მითუმეტეს, რომ მათ ეს წილები ბებიების და ბაბუებისგან ნამდვილად არ დარჩენიათ.
ადამიანების თავისუფლებისკენ სწრაფვას კი, სულ რომ ერთი ტელევიზია დატოვონ, ისიც კი ვერშეუშლის ხელს“-აცხადებს დავით ჭიჭინაძე

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტი გმობს ნებისმიერ ფსიქოლოგიურ ძალადობას ადამიანის მიმართ – ხატია მოისწრაფიშვილი
შემდეგი სტატიალაჩარი, არარაობა – ეკა ბესელია ვანო ზარდიაშვილს პასუხობს